ვიდეოკლიპებსაც გიგდებდით შარშან - კონკრეტული ალბანეთისნომრიანი მანქანებიდან როგორ ყიდიან უკრაინელები მათი სამშობლოს დასაცავად განკუთვნილ იარაღს, მაგრამ რად გინდა. მინიშნებასაც გაძლევდით კონკრეტული სახელისა და გვარის მითითებით - რომ ეს ტიპი არის კეზერაშვილის ბიზნეს-პარტნიორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
220 21 ივლისი 2023, 11:01
"პენტაგონმა რომ "აღმოაჩინა", ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, თავისიანებს არ შეეხება. ხაშურის და სამტრედიის სადგურების დარდი მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მზად ვიყოთ..." - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პენტაგონმა დაადგინა, რომ შარშან უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ნაწილი მოიპარეს. 

ქართველიშვილის თქმით,  ის ჯერ კიდევ შარშან წერდა ამის შესახებ, მაგრამ ამის გამო მას ანტიმედასვლური ნარატივების გავრცელებაში და რუსეთუმეობაში დასდეს ბრალი. 


"როდესაც გასულ წელს, იარაღით ვაჭრისა და ქურდის, "გლობალური ომის პარტიის" გავლენის აგენტის, ოფშორ-თაღლითის, ოლიგარქ დავით კეზერაშვილისა და უკრაინის უმსხვილესი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია BGS Rail-ის "სუპერვაიზერი", დირექტორთა საბჭოს წევრის კურტ ვოლკერის შეხვედრაზე ლონდონში, ვწერდი, რომ ძალიან შორს ნუ ეძებთ მეთქი, რა გზებითა და ვინ პარავს უკრაინას იარაღს, ეგო "აგრესიული" და "ანტიდასავლური" რიტორიკა არისო...

კი ბატონო, შეგიძლიათ ხაშურის საკვანძო სარკინიგზო სადგურს დაუწესოთ სანქციები (მათ ხომ "უეჭველი" უნდა სცოდნოდათ დეტალები) - აბა საკუთარ "სუკინ სინებს" ხომ არ მოაჭრით თავებს. ვიდეოკლიპებსაც გიგდებდით შარშან კონკრეტული ალბანეთისნომრიანი მანქანებიდან როგორ ყიდიან უკრაინელები მათი სამშობლოს დასაცავად განკუთვნილ იარაღს, მაგრამ რად გინდა. მინიშნებასაც გაძლევდით კონკრეტული სახელისა და გვარის მითითებით, რომ ეს ტიპი არის კეზერაშვილის ბიზნეს-პარტნიორი ევროპელი პენსიონერების ძარცვის საქმეში და სრულიად "შემთხვევით", ამავდროულად არის ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი,  მაგრამ თქვენ ხომ "პენტაგონი" ხართ, ისედაც "იცით" ყველაფერი. 

პენტაგონმა რომ "აღმოაჩინა", ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, თავისიანებს არ შეეხება. ხაშურის და სამტრედიის სადგურების დარდი მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მზად ვიყოთ.." - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი