ზურაბ ქადაგიძე: ორმაგი სტანდარტები, გაყიდული რეზოლუციები და ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა არის ის, რასაც გლობალური კონიუნქტურის შემოქმედები კადრულობენ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
249 19 ივლისი 2023, 17:08
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, პოლონელი ექიმების ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ეტაპობრივად იხსნება ყველა კარტი და მოზაიკაც კანონზომიერ სახეს იღებს. „ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ბიო-მასალის ფეხსაცმლით გამოტანა თანამშრომლობის უმაღლესი სტანდარტია? ეტაპობრივად იხსნება ყველა კარტი და მოზაიკაც კანონზომიერ სახეს იღებს. ვინ იყო ჩართული სააკაშვილის ჩამოყვანაში პოლიტ-დევნილად გასაღებაში, მისი ავადმყოფობით სპეკულირებასა და ყველა სპეკულაციით, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის აყირავების მცდელობაში. დააკვირდით მასშტაბებს თუ რა დონის საერთაშორისო კამპანიაა წარმოებული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რა ზეწოლის მოგერიება უწევს საქართველოს მთავრობას. ორმაგი სტანდარტები, გაყიდული რეზოლუციები, სამართლის უგულებელყოფა, რევოლუციური მოწოდებები, ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა და უამრავი ბინძური მეთოდები, რასაც გლობალური კონიუნქტურის შემოქმედები კადრულობენ!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი