დასავლეთი როდესაც პუტინის შესახებ გავაფრთხილე, უგულებელმყვეს, როგორც არამდგრადი, გამწარებული გიჟი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 18 ივლისი 2023, 12:37
დასავლეთი როდესაც პუტინის შესახებ გავაფრთხილე, უგულებელმყვეს, როგორც არამდგრადი, გამწარებული გიჟი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოცემა „თაიმსისთვის“ მიწერილ წერილში საუბრობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის მიტაცების განზრახვის შესახებ ორი ათწლეულის წინ განაცხადა, თუმცა გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ, დასავლეთმა უგულებელყო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პუტინს არ დაუმალავს მისი გეგმები ტერიტორიების მიტაცებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი 2004 წელს კრემლში მოლაპარაკებისთვის შეხვდნენ.

„ყველაფერი, რასაც ახლა ის აკეთებს, მეტ-ნაკლებად ჩვენი პირველი შეხვედრისას ცხადყო“, – წერს სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, კრემლში გამართული ამ შეხვედრის შემდეგ, ის პუტინთან დაკავშირებული შეშფოთებების გამოსახატად ბერლინში გაემგზავრა, თუმცა გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრედერი ამას არ შეუშფოთებია.

„გასაკვირი არ არის, მან მაშინვე აცნობა ჩემ შესახებ პუტინს“, – წერს სააკაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი