281
17 ივლისი 2023, 12:33
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რუსული კომპანია “ლუკოილის” მიერ აშშ-ის სხვადასხვა შტატში არსებული ავტოგასამართი სადგურების ფუნქციონირებას სოციალურ ქსელში აფასებს.
აბაშიძის თქმით, რუსული კომპანია აშშ-ის მოსახლეობას პროდუქტების და სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. ამ ფონზე, ანალიტიკოსი ინტერესდება, სარგებლობენ თუ არა “ლუკოილის” მომსახურებით კელი დეგნანის ახლობლები.
“რუსული "LUKOIL ჩრდილოეთ ამერიკა" 200+ ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით სთავაზობს პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს ნიუ-იორკის, ნიუ ჯერსის და პენსილვანიის შტატებში.
საინტერესოა, წარმავალი ფარისეველი ელჩი კელი დეგნანის ახლობლები და კოლეგები თუ სარგებლობენ LUKOIL-ის სერვისებით? იქ საწვავი და საცხებ-საპოხი პროდუქცია შედარებით იაფია, ვიდრე სხვა დასავლური კომპანიების საცალო ქსელებში...” - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |