მინდა, მოგილოცოთ ყველას, რომ ჩვენ იმ ფასს არ ვიხდით და არ გადავიხდით, რა ფასადაც დაუჯდა უკრაინას საქართველოსთვის „გასწრება“ ევროინტეგრაციის გზაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 13 ივლისი 2023, 16:40
კელი დეგნანმა მოგვილოცა, რომ საქართველოც და უკრაინაც კვლავინდებურად NATO-ს ფართოდ გაღებული კარის წინ იმყოფება, თუმცა ამ შეფასების საფასური უკრაინისთვის არის 12 მილიონი ლტოლვილი, განადგურებული ქალაქები, თუ სოფლები და 350 ათასზე მეტი მსხვერპლი მხოლოდ სამხედრო ძალების რიგებში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო და უკრაინა NATO-ს ფართოდ გაღებულ კართან დგას, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინას ეს ამბავი ძალიან ძვირად დაუჯდა.

„დავიწყებ NATO-ს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინებით. ეს ცრუ მოლოდინები ჩვენმა ოპოზიციამ შექმნა მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად უწყიან არც საქართველოს, არც უკრაინის მიმართ ის მკვეთრად გადადგმული ნაბიჯები არ იქნებოდა, რომ ამ ცრუ მოლოდინებზე დაყრდნობით ახალი საბაბი ჰქონოდათ შეტევის, კრიტიკის, მოქმედი ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება იმას, თუ რა მიიღო უკრაინამ და საქართველომ

მოვიშველიებ კელი დეგნანის სიტყვებს, რომელმაც მოგვილოცა, რომ საქართველოც და უკრაინაც კვლავინდებურად NATO-ს ფართოდ გაღებული კარის წინ იმყოფება. ეს არის ძალიან კარგი ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც. თუმცა ამ შეფასების საფასური უკრაინისთვის არის 12 მილიონი ლტოლვილი, განადგურებული ქალაქები, თუ სოფლები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, კაშხლები, ატომური „ელექტროსტანციის“ გარშემო მუდმივი საფრთხე და რამდენადაც ჩვენ თვითონ დასავლელი პოლიტიკოსები გვეუბნებიან, 350 ათასზე მეტი მსხვერპლი მხოლოდ სამხედრო ძალების რიგებში. საქართველო იმავე შედეგით ინარჩუნებს დღეს მშვიდობას, მადლობა ღმერთს, სტაბილურობას, ასე თუ ისე წინსვლას მთელი რიგი პარამეტრების მიმართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უკეთესი სამშობლო და უკეთესი მომავალი გვინდა, მაგრამ როგორ შეიძლება, შევადაროთ ეს საფასური და საქართველოს საფასური იმ ერთ კომუნიკეში ამ საბოლოო შედეგის ასახვისას.

მინდა, მოგილოცოთ ყველას, მივულოცო საკუთარ თავს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ჩვენ იმ ფასს არ ვიხდით და არ გადავიხდით, რა ფასადაც დაუჯდა უკრაინას საქართველოსთვის „გასწრება“ ევროინტეგრაციის გზაზე, რაც უკვე მერამდენე თვეა, ცხვირში ამოგვადინა ჩვენმა ე.წ ოპოზიციამ. რა ფასადაც დაუჯდა ფაქტობრივად არაფრისმომცემი ჩანაწერი იმ საბოლოო კომუნიკეში უკრაინას ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი საფასურის გადახდისგან“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი