ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე: სუპერ  თაღლითი და მანიპულატური. უბრალოდ,  მერამდენედ ცდილობენ ადამიანები ბიძინა ივანიშვილის სახელის, ფინანსების და რაც მთავარი კეთილი გულის გამოყენებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
282 10 ივლისი 2023, 13:29
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ  ბატონმა ბაჩიაშვილმა შეძლო მოეპოვებინა ბიძინა ივანიშვილის ნდობა, რის შედეგადაც თავის თავი ერთ-ერთ მომგებიანი ბიზნესის განვითარების აღმასრულებლად შესთავაზა. 

ექსპერტის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ აქტივობას არათუ საქართველოში, არამედ არცერთ კონტინენტზე არ იცნობენ. და ბოლოს, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.

“სუპერ  თაღლითი და მანიპულატური-აი,  ისეთი ფილმის  სცენარი  რომ იწერება  ისეთი.....არ  მინდა  უდანაშაულობის პრეზუმცია  დავარღვიო და რამე ვამტკიცო,  მაგრამ  რა სურათიც იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებიდან სწორედ  ეს  არის.  რა  შეიტყო გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით  დღეს  საზოგადოებამ:
1.  ბატონმა ბაჩიაშვილმა შეძლო მოეპოვებინა ბიძინა ივანიშვილის ნდობა, რის შედეგადაც თავის თავი ერთ-ერთ მომგებიანი ბიზნესის განვითარების აღმასრულებლად შესთავაზა;
2. ფინანსების უკეთ გამოყენების მიზნით, მან შეძლო თავის პირადი პასუხისმგებლობა აეცილებინა თავიდან, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და ფინანსები კი ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფის გამაგრებისთვის გამოეყენებინა;
3. მიიღო, რა შესაბამისი „რწმუნებები“ დაიწყო აქტიური ქმედებები არა თვით ბიზნესის განვითარების მიმართულებით, არამედ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გამდიდრების მიზნით;
4. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ბიზნესი მოგებას არ იძლეოდა, სამაგიეროდ პირადად გიორგი ბაჩიაშვილის ქონება, როგორც მატერიალური ასევე ფინანსური ეტაპობრივად იზრდებოდა;
5. ასეთი მანიპულაციებით ქმედება, პირველი არ გახლავთ ივანიშვილის წინააღმდეგ.  ცხადია  ბიძინა ივანიშვილმაც,  საქმეს სამართლებრივი და კანონიერი კუთხით შეხედა;
6. მიმდინარე მოკვლევისა და გამოძიების შედეგად ბევრ რამეს ეფინება ნათელი, რამაც ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნას დაუდო საფუძველი;
7. ამ ისტორიაში ერთ-ერთ საინტერესო მდარე და მდაბიო გამოვლინება გახლავთ ეჭვმიტანილ გიორგი ბაჩიაშვილის, გაქნილი ვექილების მიერ მოგონილი  „პოლიტიკური მრწამსის“ გამო დევნა-შევიწროების "ფაქტი", რაც საზოგადოებაში დაცინვის საგანი გახდა: გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ აქტივობას არათუ საქართველოში, არამედ არცერთ კონტინენტზე არ იცნობენ.
და ბოლოს, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა... უბრალოდ მერამდენედ ცდილობენ ადამიანები ბიძინა ივანიშვილის სახელის, ფინანსების და რაც მთავარია კეთილი გულის გამოყენებას. მას კი ეს ყველაფერი ხან იმ ქვეყნიდან მობრუნებულების  უმადურობით უბრუნდება და ხანაც ბოროტების უმაღლესი გამოვლინებით. თუმცა მაინც ვერაფერს ვერ გახდებიან. მიზეზი  მარტივია, ამ ადამიანს მადლიერიც და დამფასებელი უმადურებზე ათასჯერ მეტი ჰყავს”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი