დავით ქართველიშვილი: ამ ეტაპზე ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, დავასუსტოთ გლობალური ომის პარტიის ზეგავლენა საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 10 ივლისი 2023, 10:11

ახლა რა ხდებოდა საფრანგეთში? აღარ მინდა ვთქვა, ყოველდღე რამდენ ადამიანს აკავებდნენ, რა ვანდალიზმის ფაქტები იყო დაფიქსირებული და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. ამიტომ ჩვენზე გუშინდელ დღესთან მიმართებით ვიღაცამ თქვას, რომ გმობს საქართველოს ხელისუფლების ძალადობას, როგორც მინიმუმ, სასაცილოა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „ღამის სტუდია“ განაცხადა

მისი თქმით, საქართველოში ხალხი უკვე დიდი ხანია ითხოვს, „ლგბტ“ პრაიდის და მსგავსი მოვლენების დარეგულირებას კანონმდებლობით. ქართველიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი კანონები შემდეგი მოწვევის პარლამენტში მაინც იქნება მიღებული.

„ჩემთვის, მაგალითად, გუშინდელი დღე და მსგავსი კვირეულები, რომელიც ყოველ წელს ამა თუ იმ ინტენსიურობით მაინც ტარდებოდა საქართველოში, არ დადის კონკრეტულად სექსუალური უმცირესობების ადამიანებამდე იმიტომ, რომ ეს არის მზაკვრული სატყუარა - როდესაც თითს რომ ჩაუყოფ იმ მონსტრს პირში, შეიძლება იდაყვამდე მოგაჭამოს. აი ამ თითის ჩაყოფა - არ ჩაყოფაზე ყოველ წელს არის ეს პრობლემა.
საქართველოს ისტორიულ მისიას (ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი 2000 წლის განმავლობაში) მე ვუყურებდი და ვუყურებ როგორც ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის, ღვთისმშობლის აკვანს, რომელსაც ჩვენი წინაპარი იცავდა, იცავდა იმ სახარებისეულ, ბიბლიურ, კაცობრიობის შექმნის კანონებზე, რომლებზეც ჩვენი ქართველობა აღმოცენდა და დღესაც უნდა იყოს, თორემ ჩვენ როგორც ერი, მართლმადიდებლები, გავქრებით და ვიქნებით ბიო მასისთვის ტერიტორია.

ამიტომ, ცდილობს მტერი (პირობითად, ლუციფერი დავარქვათ), რომ შემოიტანოს თამაშის თავისი წესები მთელს მსოფლიოში, გადაატრიალოს კაცობრიობის შექმნის ეს ბიბლიური ისტორია, შემოიღოს ტრადიციულ კულტურებში და სახელმწიფოებში ეჭვის ელემენტები, საკუთარი ისტორიის, კონფესიების, წარსულის, აწმყოს თუ მომავლის მიმართ, როდესაც შემოაქვთ ისეთი გაუკუღმართებული თეორიები, როგორიც არის რასობრივი, გენდერული, მრავალფეროვნების კვოტები, ფაქტობრივად, ამის შიგნით აგებენ საკუთარ შიდა პოლიტიკას და ასევე, იმ ქვეყნებში, რომლებსაც თავისი ზეგავლენის ზონებად მიიჩნევენ, იქაც სურთ, რომ ეს ურყევი ახალი დღის წესრიგი შემოიღონ. ამ დღის წესრიგს უცებ, ერთბაშად თავზე ვერ მოგახვევენ, იწყება ყველაფერი ნელ-ნელა და ეტაპობრივად - ამაშია საქმე. იერუსალიმში ყოველ წელს ტარდება პრაიდი, წელსაც ჩატარდა, საღვთო ქალაქში პირველ ივნისს პომპეზურობით ჩატარდა პრაიდი, მაგრამ იქ ყოველ წელს ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის და გადმოდის, ანუ გასაგებია, რომ პრაიდის ჩატარება-არ ჩატარებაზე ეს სასწაული დამოკიდებული არ არის, მაგრამ ეს ჯერჯერობით. ხვალ, ზეგ იერუსალიმმა თუ არ მიხედა ამ საკითხებს, შეიძლება ძალიან სავალალო პოლიტიკური შედეგები დაუდგეს ისრაელს - ეს პირველი. ახლა მეორე, რასაც მე ვაკვირდები 2021-22-23 წლის პრაიდის კვირეულებს, ეს არის დადებითი დინამიკა, ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ შეამჩნიოს. იმ 2021 წლის 5 ივლისის უბედურ შემთხვევას დღემდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველ თავის ანგარიშში ცხვირში გვადენს, რომ აი ჩვენთან ჟურნალისტების უფლებები დავარღვიეთ. წელს, მადლობა ღმერთს, ყველაფერი დამთავრდა მშვიდობიანად. ჯერ ეს ერთი კვირეული დაარქვა, მაგრამ წინა პრაიდის კვირეულებიდან შედარებით, ამ კვირეულის ყოველი დღის ღონისძიებების შესახებ რამე გვესმოდა? შარშან მიდიოდა ყოველდღიური გაშუქება, რომ იქ ჩატარდა ლექცია, კლუბში შედგა შეხვედრა ელჩებთან, იქ ანახეს პროპაგანდისტული ფილმი და ა.შ.... ესეც ხომ ძალიან საინტერესო მომენტია. ისრაელს, თურქეთს და საქართველოს შორის ძალიან საინტერესო პაექრობა შედგა პრაიდის ირგვლივ იმიტომ, რომ თურქეთისთვის ყურბან -ბაირამის დღეებში, ჩვენს იერუსალიმში, ყველაზე დიდ სიწმინდეში პომპეზურებით ტარდება პრაიდი, რასაც რა თქმა უნდა, თურქეთი ფარული „სიმპათიებით“ აშუქებდა - ვნახოთ, ჩვენთან ჩატარდება თუ არა პრაიდი, აი თქვენთან ნახეთ რა ხდება, გასაგებია რომ ეს აღკვეთა ერდოღანმა. გასაგებია, ათობით ადამიანი, აქტივისტი, არააქტივისტი დაკავებული იქნა. რაღაც პერიოდი (ერთი, თუ ორი კვირა) სტამბული  იყო მაგალითი ტრადიციული კონსერვატიული საზოგადოებებისთვის, თუ როგორ შეიძლება თურმე გაუმკლავდე პრაიდის ჩატარებას - შეგიძლია გაუმკლავდე საკმაოდ ძალისმიერი, ხისტი მეთოდებით. აქაც, საქართველოშიც გვხვდებოდა სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი იმის შესახებ, რომ შეხედეთ ერდოღანს, შეხედეთ თურქეთს. ერთ დღეში საქართველო სამაგალითო ქვეყანა გახდა თურქეთისთვისაც და ალბათ ისრაელისთვისაც, რადგან რა სიხისტე, ერთი წვეთი ოფლიც კი არ დაღვრილა, გარდა იმ ადამიანების ოფლისა, რომლებიც ამოდიოდნენ ამ სიცხეში ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან ლისის ტბის მიდამოებში. ესეც აუცილებლად შესაფასებელია, რაც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა, ქვეყნის დაუძინებელი პრეზიდენტის ჩათვლით, რომ ეს იყო ძალადობის გამოხატულება და ა.შ. ამაზე უბრალოდ მეცინება. როდესაც ძალადობაზე გელაპარაკებიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ლიბერალურ ფაშიზმზე აღმოცენებული სიმახინჯე, „ბიელების“ მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ლეწავდნენ ამერიკის ქალაქებს, ამერიკის დამაარსებელი მამების ძეგლებს, მოროდიორობდნენ, იყო ჟურნალისტებზე არნახული ძალადობა. ჩვენ ხუთი ივლისის ამბავს ყოველ თავიანთ ანგარიშში გვიწერენ და იქ ასობით ჟურნალისტი იყო დასახიჩრებული იმ ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის, პოლიციელების მხრიდანაც და ამ ამბოხებული ბრბოს მხრიდანაც, თუმცა ეს ამბავი საერთოდ მივიწყებულია. ახლა რა ხდებოდა საფრანგეთში? აღარ მინდა ვთქვა, ყოველდღე რამდენ ადამიანს აკავებდნენ, რა ვანდალიზმის ფაქტები იყო დაფიქსირებული და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. ამიტომ ჩვენზე გუშინდელ დღესთან მიმართებით ვიღაცამ თქვას, რომ გმობს საქართველოს ხელისუფლების ძალადობას, როგორც მინიმუმ, სასაცილოა.

ახლა ახალი ასპექტი, რომ ძალიან არ გაუხარდეს ჩვენს ხელისუფლებას და მთავრობას - ხალხი დიდი ხანია ითხოვს იმას, რომ მსგავს საკითხებს არეგულირებდეს მოქმედი კანონმდებლობა იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ერთ-ერთი დიდი ნაკლი არის მოუთმენლობა და სხვათა შორის, ამასწინათ დავწერე ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ეს ფაქტია - წმინდა იოანე ოქროპირის ცოდვათა ჩამონათვალში (რომლითაც სარგებლობს ჩვენი მრევლის უმეტესობა), მამათმავლობის მერე მოდის მოუთმენლობა და საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა იმდენად მამათმავლობამ არ დააზიანა, რამდენადაც ჩვენმა მოუთმენლობამ. შემიძლია, წლებიც დაგისახელოთ, მაგრამ რად გინდათ, ეს ყველამ ვიცით - ყოველთვის სადღაც ვჩქარობთ და ვასწრებთ პოლიტიკურ მოვლენებს იქ, სადაც ჩვენთვის სასურველი შედეგის ნიადაგი არ არის შექმნილი. კანონმდებლობის შექმნას რაც შეეხება, „ხალხის ძალამ“ ხომ გატესტა უწყინარი, უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონპროექტი. ლუციფერის ყველა შტო, მათ შორის, ადგილობრივი, ჩვენი დაუძინებელი პრეზიდენტის ჩათვლით, ყველა გამოცოცხლდა და ყველამ მიიღო მონაწილეობა იმაში, რომ საქართველოში ამ თემის ირგვლივ აგორებულიყო უკრაინის მსგავსი მოვლენები - მაიდანი. ამ ტესტმა ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. ამაზე მეც ვწერდი და ჩვენებმაც დაწერეს უამრავი მასალა. ასეთ გამოცდილებას ჩვენ ვერ მივიღებდით. მადლობა მათ, ვინც წამოეგო ამ ტესტს, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა და მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი არ გადაიზარდა ცუდ რაღაცეებში.

ახლა რა ხდება, პირდაპირ ვამბობ, რომ არ მჯერა (არა იმიტომ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის მიმართ რაღაც ტოტალური უნდობლობა მაქვს), მაგრამ იმისთვის, რომ მიიღონ ის კანონები, რომლებიც ამ ყოველწლიურ ვნებათაღელვას ჩააცხრობს და ნულამდე დაიყვანს, ეს სიტუაცია და ეს ნიადაგი მომზადებული არ არის. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში როგორც იქნა, მკაფიოდ ითქვა მსოფლიოს სხვადასხვა კონსერვატიული მოძრაობების პლატფორმებზე, რას წარმოადგენს საქართველოს საბაზისო ღირებულებები, სად დგას ქართული სახელმწიფო და რის დაცვას აპირებს ბოლომდე. ისევ „ხალხის ძალას“ მოვიშველიებ, მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში ჩვენ სულ სხვა სასაუბრო ტონი, რიტორიკა დავაფუძნეთ იმ აკრედიტირებულ დიპლომატებთან, რომლებიც აბსოლუტური ფუფუნებით სარგებლობდნენ წლების განმავლობაში. ამიტომ ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ, რომ ამ ლუციფერის, გლობალური ომის პარტიის გავლენები საქართველოში მაქსიმალურად დასუსტდეს და მომდევნო მოწვევის პარლამენტმა უკვე შეძლოს ისეთი ტიპის კანონების შემოღება, მათ შორის, ჩვენი გამოწვეული კანონის დაბრუნება მესამე მოსმენით მისაღებად, რასაც ჩვენ აუცილებლად მოვესწრებით. ამ ეტაპზე ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, დავასუსტოთ, გლობალური ომის პარტიის ზეგავლენა საქართველოში“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი