ვლადიმერ ბოჟაძე: მოპარული და მიტაცებული მილიონებით მთავარია უცხოელი ადვოკატი აიყვანო, შეკვეთილი სტატიები და სიუჟეტები გაავრცელო, ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსის ტვიტი ან/და პოსტი იყიდო და ეგ არის, უცოდველი კრავის იმიჯი ,,გარანტირებული" გაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
306 09 ივლისი 2023, 21:01
მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნიანო, 600 დღეზე მეტი ,,გვიმტკიცებენ" მისი უცხოელი და აქაური ადვოკატები, მოპარულ მილიონებით დოლარს ხარჯავენ და ერთი ადამიანიც ვერ დაარწმუნეს ამაში, ახლა კრიპტოვალუტის ქურდი  გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი ცდილობს იგივეს, თურმე პოლიტიკური (არ გამოქვეყნებული) პოსტების გამო დევნიან - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის რობერტ ამსტერდამის განცხადებას.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, 2 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ თუ მოიპოვებ თავისუფლებას, მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მიუთითებს და არა ვინმეს უდანაშაულობაზე.


„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნიანო, 600 დღეზე მეტი ,,გვიმტკიცებენ" მისი უცხოელი და აქაური ადვოკატები, მოპარულ მილიონებით დოლარს ხარჯავენ და ერთი ადამიანიც ვერ დაარწმუნეს ამაში, ახლა კრიპტოვალუტის ქურდი  გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი ცდილობს იგივეს, თურმე პოლიტიკური (არ გამოქვეყნებული) პოსტების გამო დევნიან. ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებას, მეტი დამაჯერებლობისთვის უცხოელი ადვოკატის განცხადება ჭირდება, გეგონება თაღლითი და მატყუარა არ შეიძლება უცხოელიც იყოს, ასე იყო სახვა შემთხვევებშიც: მოპარული და მიტაცებული მილიონებით მთავარია უცხოელი ადვოკატი აიყვანო, შეკვეთილი სტატიები და სიუჟეტები გაავრცელო, ერთი-ორი ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსიც ტვიტი ან/და პოსტი იყიდო და ეგ არის, უცოდველი კრავის იმიჯი ,,გარანტირებული" გაქვს! თუმცა სიმართლეს წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება, 2 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ თუ მოიპოვებ თავისუფლებას, მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მიუთითებს და არა ვინმეს უდანაშაულობაზე, დაველოდოთ გამოძიებას და სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს, მაგრამ მანამდე არავის უნდა მივცეთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლება!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი