ლევან ნიკოლეიშვილი-არ ვიცი რა ტაქტიკა აქვთ არჩეული მის უფლებადამცველებს, მაგრამ ბაჩიაშვილ გიორგის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს რის გამოც "დევნიან"- მემარცხენეა, მემარჯვენე თუ ცენტრისტი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 07 ივლისი 2023, 14:10
არ ვიცი რა ტაქტიკა აქვთ არჩეული მის უფლებადამცველებს, მაგრამ აი პირადად ბაჩიაშვილ გიორგის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს რის გამოც "დევნიან"?“- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატების განცხადებას, რომლის თანახმად, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებების წარმოშობა არ არის დაფუძნებული რაიმე ფაქტობრივ დასკვნებზე და ბრალდება არის პოლიტიკური დევნის შედეგი.

„გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელმა ადვოკატებმა მედიას დაუგზავნეს განცხადება, ჩვენს კლიენტს "პოლიტიკური მრწამსის გამო დევნიანო"... და კიდევ ათასი სისულელე. მე არ ვიცი რა ტაქტიკა აქვთ არჩეული მის უფლებადამცველებს, მაგრამ აი პირადად ბაჩიაშვილ გიორგის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს რის გამოც "დევნიან"? მემარცხენეა, მემარჯვენე თუ ცენტრისტი? ისე ხომ არ უნდა მოიქცე ადამიანი, ისეთი სისულელე არ უნდა ილაპარაკო, რომ მთელი ქვეყანა შენ დაგცინოდეს? რუსეთის მოქალაქე ყოფილა და რუსულად ვეტყვი - тоже мне политик“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი