ნიკა გვარამია: სააკაშვილზე ევროსასამართლოს სხვა პასუხის შემთხვევაში, უნდა დამდგარიყო ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
225 04 ივლისი 2023, 23:15

სააკაშვილზე ევროსასამართლოს სხვა პასუხის შემთხვევაში, უნდა დამდგარიყო ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხი -  „ქართულმა ოცნებამ" თუ ასე გააგრძელა, კაცმა არ იცის რა მოხდება - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„ევროსასამართლოსთვის მიმართვა იყო დრამატული შეცდომა. ეს ჩემი მოსაზრებაა. ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის მძიმედ ავად. ევროსასამართლომ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ იგი არ მოკვდეს და ეს იყო ძალიან პროგნოზირებადი, რომ ასეთი იქნებოდა ევროსასამართლოს პასუხი. ევროსასამართლოს სხვა პასუხის შემთხვევაში, პრაქტიკულად უნდა დამდგარიყო ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხი. ასეთი საკითხის დაყენებისთვის ჯერჯერობით მზად არ არის ევროსტრუქტურები. თუ ასე გააგრძელა "ქართულმა ოცნებამ" , კაცმა არ იცის რა მოხდება, მაგრამ ეს მიმართვა იყო შეცდომა, იმიტომ რომ ნავალნის პრეცედენტი არ არის სიმეტრიული პრეცედენტი, რადგან ნავალნისთან დაკავშირებით საკუთრივ რუსეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ არ ვიცით, რა სჭირს და კვდებაო. საქართველოს ხელისუფლება ამას არ ამბობს. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვიცით რა სჭირს და ის არ მოკვდება“. აი, ეს იყო განსხვავება. ამიტომ ამაზე 100-ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ დაფიქრება ღირდა. ეს არ უნდა გაეკეთებინათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იყო უბრალოდ პროპაგანდისთვის საჩუქარი", - განაცხადა გვარამიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი