დიმიტრი ხუნდაძე: ზელენსკის ერთი ბრძნული გამონათქვამი მინდა შევახსენო - "ვინც საკუთარ სამშობლოს ჰყიდის, ის სხვის სამშობლოს ნაცარტუტად აქცევს". თუ გონი გაქვთ, უნდა მიხვდეთ, რომ აღარ გჭირდებათ ავანტიურისტი სააკაშვილის დამატება. ბოლოს და ბოლოს დაინდეთ უკრაინელი ხალხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 04 ივლისი 2023, 13:44
„საქართველოს ხელისუფლება, ზელენსკისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და სწორედ ამიტომ გავხდით დასავლეთისგან დარტყმის ობიექტი“, - ასე გამოეხმაურა, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ელჩისთვის ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას. როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია, მას ეს დაავალეს და შესაბამისად ასრულებს ამ დავალებას.
  „მიხეილ სააკაშვილის ეკრანზე გამოჩენა მისი ლობისტების მხრიდან კიდევ ერთი შემოტევის საბაბი გახდა. გუშინ კვლავ იგივე სცენარი გაითამაშეს, რასაც აქამდე აკეთებდნენ სააკაშვილის საჩვენებელი გამოსვლა და შემდეგ წინასწარ მომზადებული ტექსტებით გამოხმაურებები. სააკაშვილის მიერ მიზანმიმართულად გამოყენებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე კითხვებს აღარ ბადებს ყველაზე რადიკალურად განწყობილ მოსახლეობაშიც კი, მათ შორის დარწმუნებული ვარ, არც მის ლობისტებში. მათაც კარგად იციან, რომ თუ პატიმარი საკვებს ნორმალურად მიიღებს, კარგი ვიზუალი ექნება, თუმცა პოლიტიკური მიზნებისთვის ამის აღიარება არ აწყობთ. თან, წინ უდევთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც. ამ მანიპულაციური დაგეგმარების შედეგია გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაც საქართველოს ელჩის შესახებ. ზელენსკიმ მორიგი დავალება მიიღო და იმ ქვეყნის ელჩს ატოვებინებს უკრაინას, სადაც ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ. რა ჰქვია ამას?" ამას შესაძლოა მხოლოდ ერთადერთი სახელი მივუსადაგოთ - უმადურობა, თუმცა სხვა ქვეყნების დაკვეთების განმახორციელებელს კიდეც რომ ჰქონდეს მადლიერების გრძნობა, ამის თქმის უფლებას არავინ მისცემს. საქართველომ უკრაინის მიმართ ღირსეული მეგობრობის მაგალითი აჩვენა, რაც ჩვენს ხასიათში დევს ზოგადად. საქართველოს ხელისუფლება, ზელენსკისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და სწორედ ამიტომ გავხდით დასავლეთისგან დარტყმის ობიექტი. ეს ომიც დამთავრდება ადრე თუ გვიან და ისტორია ყველას შესაბამის ადგილს მიუჩენს. კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანადგომას უკრაინელ ხალხს, რომლებიც ამ სასტიკ ომს არ იმსახურებდნენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზელენსკის ერთი ბრძნული გამონათქვამი მინდა შევახსენო: „ვინც საკუთარ სამშობლოს ჰყიდის, ის სხვის სამშობლოს ნაცარტუტად აქცევს“. თუ გონი გაქვთ, უნდა მიხვდეთ, რომ აღარ გჭირდებათ ავანტიურისტი სააკაშვილის დამატება. ბოლოს და ბოლოს დაინდეთ უკრაინელი ხალხი“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი