დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: მას, მის საკონსტიტუციო უფლებამოვალეობაშიც ხომ სულ რამდენიმე საყვარელი მავნებლობა „უთბობს“ გულსა და სულს: პარლამენტის ნებისმიერ ინიციატივას ვეტო დაადოს, სხვადასხვა სტრატეგიულ პოზიციებზე კანდიდატების წარდგენის უფლებით იმანიპულიროს, მისთვის ამ უცხო ქვეყნის ამყირავებლები ციხიდან გამოუშვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 04 ივლისი 2023, 10:37
"სად არის ახლა თქვენი „წყალობა“, თქვენი „კურთხევა" და თქვენი „გარანტობა“ მადამ "პღეზიდანო"? გაქრა, თუ იმთავითვე ბლეფი იყო?", - ასე მიმართავს სოციალური ქსელის მეშვეობით "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოძევებასთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინოს. ქართველიშვილის თქმით, როდესაც ელჩები ინიშნებიან, სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის აჭიანურებს პროცესს და ამით თითქოს მიანიშნებს მათ, ვისი დანიშნულები არიან. ამიტომაც ქართველიშვილი მიმართავს პრეზიდენტს, ამ ფაქტზეც მოახდინოს რეაგირება. „48 საათიდან 12 უკვე გავიდა. მადამ "პღეზიდანს" 36 საათი რჩება, რომ ვინმემ შეახსენოს, თუ რომელი ქვეყნის "პღეზიდანია" და რომელი ქვეყნის ელჩს მიაყენებენ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეურაცხყოფას, სადაც დაბარებულია 10 საათსა და 30 წუთზე კიევის დროით. ამ მის დუმილში ყველაფერი „მშვენიერია“, მაგრამ უფრო თვალსაჩინო იქნებოდა, თუ მან თავისი კოლეგა ზელენსკისაგან "საესტაფეტო" ჯოხის გამორთმევით გვამცნოს: „რომ მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ჩვენი ელჩი გამოსაძევებელია! აქამდე ერთი-ორი ჩვენი ელჩი, ხომ უნდა გამოეძევათ? უნდა გამოეძევათ!“. როგორი „საპრეზიდენტო“ პრინციპულობით უდგებოდა მადამ "პღეზიდანი" თითოეული ელჩის დანიშვნაში პროცესის გაჭიანურებას. თითქოს ნიშნის მოგებით, რომ გახსოვდეთ, ვისი "წყალობით" ინიშნებით, ვისი „კურთხევით“ იმართებით და ვინ არის თქვენი საქმიანობის საკონსტიტუციო გარანტი. სად არის ახლა თქვენი „წყალობა“, თქვენი „კურთხევა" და თქვენი „გარანტობა“ მადამ "პღეზიდანო"? გაქრა, თუ იმთავითვე ბლეფი იყო? მას, მის საკონსტიტუციო უფლებამოვალეობაშიც ხომ სულ რამდენიმე საყვარელი მავნებლობა „უთბობს“ გულსა და სულს: პარლამენტის ნებისმიერ ინიციატივას ვეტო დაადოს, სხვადასხვა სტრატეგიულ პოზიციებზე კანდიდატების წარდგენის უფლებით იმანიპულიროს, მისთვის ამ უცხო ქვეყნის ამყირავებლები ციხიდან გამოუშვას, „რუსული კანონის“თუთიყუშივით ძახილით ქვეყნის „მაიდანიზაციის“ თანაავტორთა სიაში ჩაეწეროს. დუმს მადამ "პღეზიდანი", ოჰ, რა „ლამაზად“ დუმს“...' - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი