ევროპული თამაშების მეოთხე ოქროს მედალი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
451 02 ივლისი 2023, 18:36

პოლონეთში მიმდინარე ევროპული თამაშების ბოლო დღეს საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთი მედალი მოიპოვა – კიკბოქსინგში ლუკა შონიამ (75 კგ) ფინალურ შეხვედრაში უკრაინელი ტიმურ ბრიუკოვი დაამარცხა და შეჯიბრის გამარჯვებული გახდა.

ამრიგად ევროპული თამაშები ქართულმა დელეგაციამ ცხრა მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს, ჩემპიონები სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო), ძიუდოს ნაკრები და ლუკა შონია (კიკბოქსინგი) გახდნენ.

ვერცხლის მედლები ზაზა ნადირაძემ (ნიჩბოსნობა) და ლაშა გურულმა (კრივი) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ელენე ლოლაძე (ტაილანდური კრივი), გოგიტა არქანია (კარატე) და ზურაბ ივანიაძე (კიკბოქსინგი) დაეუფლნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი