დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს: სტამბულის ან თელ-ავივის აეროპორტებიდან ევროპაში ჩასულ რუსებს რას უშვრებით? ადგილზევე ხვრეტთ? გამოცდილებას ვერ გაგვიზიარებთ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 02 ივლისი 2023, 17:14
ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, „პირდაპირი ფრენები რუსეთთან იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ საშუალებას აძლევს არამხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებდნენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში“.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ეს განცხადება შინაარსობრივად სისულელეა და მორიგ ორმაგ სტანდარტს აჩვენებს, რადგან რუსი ტურისტები ევროპაში ერევნის, სტამბულისა და თელ-ავივის გავლითაც შედიან. 


„დღეს „ფსიქიატრიული ბოდვების გამავრცელებელი“ საზოგადოება  („ოფშორმედიის“ სახით) მიაწერს კელი დეგნანს ისეთ სისულელეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტისა არ იყოს, მისგანაც უკვე ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ, ეს სიგიჟე უკვე ზღვარს კი არა, ჩვენს გალაქტიკას არის აცდენილი.

კელი დეგნანი:  „პირდაპირი ფრენები რუსეთთან იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ:

საშუალებას აძლევს არამხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებდნენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში;

ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. ამ შემთხვევაში ფრენები ხელს შეუწყობს რუსეთის მოსახლეობის ევროპაში გასვლას“.

ათასობით რუსი ისედაც ჩამოდიოდა მოსკოვი-ერევან-თბილისის რეისით და დღესაც ამჯობინებს აღნიშნულ მარშრუტს პირდაპირ ფრენებზე დაწესებული უფრო ძვირი ბილეთების გამო! ლარსის გამშვებ პუნქტს რა ვუყოთ? მექსიკის ტერიტორიაზე გადავიტანოთ?

სტამბულის ან თელ-ავივის აეროპორტებიდან ევროპაში ჩასულ რუსებს რას უშვრებით? ადგილზევე ხვრეტთ? გამოცდილებას ვერ გაგვიზიარებთ?

ესე იგი, ამ სისულელეს ხომ საელჩოს ანალიტიკოსები აწვდიან გასავრცელებლად? ამაში ხომ კოლოსალური ჯამაგირი აქვთ? თუ თავისით მოსდის  თავში? „ხანდახან სჯობს გაჩუმდე, თუნდაც  ჩლუნგის შთაბეჭდილება დატოვო ამით, ვიდრე გააღო პირი და ამაში უკანასკნელი ეჭვები გაფანტო“ - სხვათა შორის, რუსული ანდაზაა, ქალბატონო ელჩო, ავკრძალოთ?“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი