საქართველოს ნაკრები ძიუდოში ევროპული თამაშების ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
378 01 ივლისი 2023, 21:12

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ძიუდოს გუნდურ ასპრეზობაში საქართველოს ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში ქართველებმა გერმანელები მარტივად 4:1 დაამარცხეს.

საჩემპიონო შეხვედრაში წარმატებულად იჭიდავეს ლაშა ბექურმა (-90), ლაშა შავდათუაშვილმა (-73), გურამ თუშიშვილმა (+90) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57). 

მესამე ევროპულ თამაშებზე გამართული გუნდური შეჯიბრება ამავდროულად ევროპის გუნდური ჩემპიონატიც გახლდათ. ტურნირზე 22 ქვეყანა გამოვიდა.

საქართველოს ნაკრები ევროპულ თამაშებზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი