„საქართველოში
პოლიტიკური პროცესების ანალიზმა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ძირითად ხელისშემშლელ
ფაქტორად გამოავლინა ერთი ძირითადი პოლიტიკური პარტია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“
წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, წერს სოციალურ ქსელში.
ქართველიშვილის
თქმით, მოლდოვამ და უკრაინამ კანონგარეშედ გამოაცხადეს ოპოზიციური პარტიები და დროა,
საქართველომაც გაიზიაროს მათი გამოცდილება და „ნაციონალური მოძრაობა“ კანონგარეშედ
გამოაცხადოს.
„ორმაგი
სტანდარტების მსხვრევის საქმეში საქართველო და მისი ხელისუფლება დროა, გადავიდეს
შეტევაზე და მაქსიმალურად გამოიყენოს ევროკავშირისთვის საამო, მისაღები და მისაბაძი
უკრაინისა და მოლდოვას გამოცდილება. ამ ქვეყნების პოლიტიკურ ველზე ყოველგვარი „დემოკრატიულობანას“
თამაშის წესების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,
კანონგარეშე გამოცხადდა იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, რომლებიც ამ
ქვეყნების ევროინტეგრაციას უშლიან ხელს.
სწორედ ამ საბაბით უკრაინაში ერთ დღეს გააუქმეს ისეთი
პარტიები, როგორებიც
არის: „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“, „შარიას პარტია“, „ჩვენებურები“,
„ოპოზიციური ბლოკი“, „მემარცხენე ოპოზიცია“, „მემარცხენე ძალების კავშირი“, „საპყრობელო“
(держава), პროგრესული სოციალუსტური პარტია, სოციალისტური პარტია, „სოციალისტები“,
„ვლადიმირ სალდოს ბლოკი“. ხოლო მოლდოვაში იმავე მიზეზით კანონგარეშედ
გამოცხადდა უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „შორი“.
აღნიშნული ფაქტების ანალიზმა დაგვანახა, რომ ამა თუ
იმ ქვეყნის გადაწყვეტილება (გინდ СНГ-ს წევრი იყოს, გინდ EU-ს წევრობის კანდიდატი,
გინდ ორივე „იპოსტასის“ მატარებელი) ევროინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელი პარტიების
პოლიტიკური ველიდან გაქრობის თაობაზე არ წარმოადგენს „ავტორიტარულ“ და „ანტიდემოკრატიულ“
აქტს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფარული მხარდაჭერით სარგებლობს. პირიქით, ერთადერთი
ძალა, რომელიც უკრაინისა
და მოლდოვას ამ გადაწყვეტილებებს გმობს, არის რუსეთი. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით
ნებისმიერი პროტესტი არის „რუსული პროტესტი“.
საქართველოში პოლიტიკური პროცესების ანალიზმა ქვეყნის ევროინტეგრაციის
გზაზე ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად გამოავლინა ერთი ძირითადი პოლიტიკური პარტია,
რომელმაც
·
რუსეთის სასარგებლოდ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის გაფორმებით
გადაულახავი დაბრკოლება შეუქმნა ჩვენს ჩრდილოატლანტიკურ და ევროინტეგრაციულ მისწრაფებებს;
·
საკუთარი ქვეყნისთვის აგვისტოს ომის დაწყების დაბრალებით
შეუძლებელი გახადა რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესება;
·
რუსეთისთვის სტრატეგიული ენერგეტიკული და ეკონომიკური
პროექტების „საკონტრიბუციო“ გადაცემით ოკუპანტის მძევლობაში
გადაიყვანა ქვეყნის ეკონომიკა;
·
საქართველოსთვის რაიმე „პრეფერენციების“ გარეშე რუსეთი შეიყვანა
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში;
·
ხელოვნურად აჭიანურებდა „საქართველო-EU-ს“ ასოცირების ხელშეკრულების
ხელმოწერას, არაფერი გაუკეთებია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებისა და
ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ხელმოწერის კუთხით;
·
ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური შესუსტების
მიზნით სრულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობს საქართველოს
დასავლეთის სასანქციო სიებში შეყვანას;
·
ქვეყნისთვის
EU-ს წევრობის
კანდიდატის სტატუსის არმინიჭების კუთხით, აწარმოებს ცილისმწამებლურ და ძირგამომთხრელ
საქმიანობას ევროპულ სტრუქტურებში;
·
საქართველოში რუსეთის ოკუპაციის ბოლომდე მიყვანის მიზნით ცდილობს ქვეყნის
რუსეთთან ომში მეორე ფრონტის გახსნის პროვოცირებას;
·
მაქსიმალურად უშლის ხელს და არ მონაწილეობს
ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის დაწესებული 12-პუნქტიანი დათქმების შესრულებას;
·
ხმამაღლა უჭერს მხარს უკრაინის ომში რუსეთის ყველაზე
დაუნდობელ და სისხლისმსმელ სამხედრო დანაყოფ „ვაგნერს“;
ამ და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებისა და
ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი „კოლეგების“ (უკრაინა, მოლდოვა) გამოცდილების გათვალისწინებით,
დადგა დრო ამ პარტიის, როგორც კანონგარეშე პოლიტიკური სუბიექტის, გამოცხადება უკვე
ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე. პრეცედენტები არსებობს. მათი მოწონება
დასავლეთის მხრიდან ეჭვს არ იწვევს. დასაბუთების ნაწილი იდენტურია. რჩება მხოლოდ ტექნიკური
მხარე - პოლიტიკური ნება“,
- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |