არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას ეხმაურება.
„თქვენ იგივე ხართ მარად და მარად
პარლამენტში, პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს,
ბევრი უცნაური და საოცარი განცხადება მოვისმინეთ.
1. თურმე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. ასევე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ყოფილა, თუ გააპროტესტებ, როდესაც დედას გაგინებენ, ბრიყვად, სულელად, იდიოტად ან უცენზურო სიტყვით მოგიხსენიებენ.
2. თურმე საქართველოში პოლიციელების ავტომობილების დაწვა, არის გამოხატვის თავისუფლება და თუ ასეთი ქმედების გამო ვინმეს დააპატიმრებს საქართველოს ხელისუფლება, ის „დიქტატორი“, „ანტიდემოკრატიული“ და „პრორუსია“, ხოლო თუ ასეთი ქმედებების გამო საფრანგეთის ხელისუფლება ასეულობით ადამიანს დააპატიმრებს (რაც ზუსტად დღეს ხდება), ეს საფრანგეთისთვის დემოკრატიის დაცვაა.
3. ოპოზიციის დეპუტატებმა რატომღაც არ იციან, რომ დედის, შვილის, ოჯახის წევრების და კარგების გინება არის უხამსობა. უხამსობის ტირაჟირება კი დასჯადია ყველგან და მათ შორის ჩვენთანაც. ოპოზიცია ცდილობს ეს ყველაფერი შემოგვასაღოს განსხვავებულ აზრად და აზრის გამოხატვად.
4. ჩვენს ოპოდეპუტატებს ევროპაში ან აშშ-ში მიღებული განათლება ხან ინტელიგენტობის, ადამიანურობის და თუნდაც განათლებულობის საზომად მიაჩნიათ (როცა მათ ეხებათ) ხან კი სამხილად და სამარცხვინოდ, თუ ეს დღევანდელ ხელისუფლებას უკავშირდება.
5. ჩვენმა უგვანმა დეპუტატებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ხალხისთვის მათი განათლების გეოგრაფიას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას,თუ რას ახმარ შენ მიღებულ განათლებას - სამშობლოს საქმეს, თუ ქვეყნის მტრობას. ილია ჭავჭავაძემ 4 წელი ისწავლა რუსეთში, ჩამოვიდა და იქ მიღებული განათლება, თავისი ქვეყნის გაძლიერება განვითარებას მოახმარა. თან სააკაშვილების მსგავსებს უთხრა: „ჩვენ ვლეთ რუსეთი, მაგრამ არც ერთი ხელობა თქვენი არ გვისწავლია, ლიბერალობა, პატრიოტობა, სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია“-ო.
6. რუსეთში ისწავლა ვაჟა-ფშაველამაც, რომელმაც საკუთარ ერსა და მსოფლიო ცივილიზაციას მოახმარა იქ მიღებული განათლება.
7. ირაკლი კობახიძემ და მიშა სააკაშვილმაც უცხოეთში ისწავლეს, თუმცა ერთმა ევროპაში მიღებული განათლება, საქართველოში ევროპული ღირებულებების დამცველი კონსტიტუციის შექმნას მოახმარა, მეორემ კი ქვეყნის გარეთ მიღებული სწავლა-განათლება, აქ კონსტიტუციის დამახინჯებასა და საკუთარ ტანზე მორგებას მოახმარა.
8. დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, 7-8 მარტის აქციებზე ქართველმა ხალხმა უკან წაგაღებინათ რუსული კანონიო. ჯერ ერთი, ეს იყო ზუსტად ამერიკული კანონი, და მეორეც, ქართველ ხალხს წარმოადგენს უმრავლესობით არჩეული ხელისუფლება. 7-8 მარტის აქციების დროს, სწორედ უმცირესობამ აიძულა უმრავლესობა, რომ მას უარი ეთქვა აშშ-ს კანონის, გამჭვირვალეობის გადმოქართულებული ვარიანტის მიღებაზე, რაც არის ტიპური ფაშიზმი ან ბოლშევიზმი, რადგან დემოკრატია მაშინაა, როდესაც თავისუფალი ნებით, უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება იღებს კანონსა და გადაწყვეტილებას.
9. და რაც მთავარია, ვისმენდით და ვუყურებდით ოპოზიციის ფუჭ მცდელობებს, რომლის მიზანი ფაქტების აღქმებით ჩანაცვლება იყო.
10. ასეთი ტყუილებით შეაძულეს ჩვენმა ოპოდეპუტატებმა ხალხს დასავლეთი, ამიტომაც წააგეს მათ ბოლო 10 წელიწადში ყველა არჩევნები. ასე იქნება მომავალშიც, რადგან მათ ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს“, - წერს კაკაბაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |