მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს, რომელშიც აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა.
როგორც ნიკოლოზ გუგეშაშვილი წერს, არსად დამალვას არ აპირებს.
„მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, ოთხი შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს. ასევე „ფეისბუქით“ გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ“, – წერს ნიკოლოზ გუგეშაშვილი.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მიშა მშვილდაძეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |