ირაკლი ლატარია ოპოზიციაზე: ეს ის ხალხია, რომლებიც პირველები შეიძურწნენ როგორც დენდროლოგიურში, ასევე ყველა სხვა ობიექტზე, რომელიც ივანიშვილის ოჯახმა შექმნა - არადა, რომ ჰკითხო "ნაცებს", ბიძინას შექმნილს არაფერს ეკარებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 27 ივნისი 2023, 14:58
რატომ გადაფიჩინდით? რაგბი, ქუთაისის საერთაშორისო უნი, ბლექ სი არენა, თეატრები, პარკები, ეკლესიები, სკოლები და ა.შ - რომ ააშენა და სახელმწიფოს გადასცა ხო რას ამბობთ, სულ თვენი დახმარებით მოხდა ყველაფერი,  - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადასვლაზე ოპოზიციის რეაქციას.



ლატარიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერი ეზიზღება, რაც შენებას და განვითარებას ეხება, თუმცა, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოინახულეს დენდროლოგიური პარკიც და ივანიშვილის ოჯახის მიერ გაკეთებული სხვა ობიექტებიც ერთ-ერთმა პირველებმა.



„რატომ გადაფიჩინდით? რაგბი, ქუთაისის საერთაშორისო უნი, ბლექ სი არენა, თეატრები, პარკები, ეკლესიები, სკოლები და ა.შ - რომ ააშენა და სახელმწიფოს გადასცა ხო რას ამბობთ, სულ თვენი დახმარებით მოხდა ყველაფერი. ავადმყოფები ხართ თქო რომ გეუბნებით, გწყინთ - არადა სიბოროტისა და კომპლექსების ერთობლივი რაღაც ახალი დაავადებით ხართ დაავადებულები, სადაც ფსიქიატრია ჯერ უძლურია.


ბერას სახელზე რომ იყო დენდროლოგიური, მაგიტომ ართმევდით ევროპელ პენსიონერებს ფულს, რომ ყოველ დღე მოგევლოთ პარკისთვის, რომელიც ასობით ათასი ლარი ჯდება ხო?


ისე რამდენჯერ მიფიქრია, ეს მანიაკები რომ არ იყვნენ, მართლა ბევრად მეტს გააკეთებდა ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის, უბრალოდ ყველაფერი ეზიზღებათ ამ ნაცებს, რაც შენებასა და განვითარებას ეხება.


ეს ის ხალხია, რომლებიც პირველები შეიძურწნენ როგორც დენდროლოგიურში, ასევე - ყველა სხვა ობიექტზე რომელიც ივანიშვილის ოჯახმა შექმნა... არადა რომ კითხო ნაცებს, ბიძინას შექმნილს არაფერს ეკარებიან.“ - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი