ამირან სალუქვაძე ოპოზიციას: „ოცნებასთან“ პოლიტიკური ბრძოლის შნო არ გაქვთ და ბიძინა ივანიშვილის ქველმოედებას ებრძვით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 27 ივნისი 2023, 13:38
დენდროპარკი არ გვაჩუქაო, დაირაზმა მთელი ნაცმოძრაობა. ესაა უთავმოყვარეობა პლუს უტიფრობს. ერთი მხრივ წლებია დასანქცირებას ითხოვენ, სიძულვილის და ზიზღის კორიანტელს აყენებენ, მეორე მხრივ ხან პრეტენზია აქვთ დენდროპარკი რატომ არ გვაჩუქეო, ხან საკონცერტო დარბაზი რატომ გვაჩუქეო? - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიციამ მმართველ გუნდს პოლიტიკაში ვერ მოუგო და გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ებრძოლოს. სალუქვაძე აღნიშნავს იმასაც, რომ უთავმოყვარეობაა, ადამიანის ლანძღვის და დასანქცირების მოთხოვნის პარალელურად, მისგან ფული მოითხოვო.
„დენდროპარკი არ გვაჩუქაო, დაირაზმა მთელი ნაცმოძრაობა. ესაა უთავმოყვარეობა პლუს უტიფრობს. ერთი მხრივ წლებია დასანქცირებას ითხოვენ, სიძულვილის და ზიზღის კორიანტელს აყენებენ, მეორე მხრივ ხან პრეტენზია აქვთ დენდროპარკი რატომ არ გვაჩუქეო, ხან საკონცერტო დარბაზი რატომ გვაჩუქეო?
ციცინათელა როცა აჩუქა სახელმწიფოს სააკაშვილის დროს, გაუყიდეს და გამოსყიდვა და ხელახლა ჩუქება მოუწია.
სკოლების რეაბილიტაციაზე მიცემული 80 მილიონი შეუჭამა სააკაშვილის მთავრობამ და ახლიდან მოუწია დაფინანსება, მერე რომ ტრაბახობდნენ, სკოლები გავარემონტეთო. პატრულის აღჭურვა და რეფორმა, ჯარის აღჭურვა და რეფორმა, სახელმწიფო მოხელეების ხელფასების დაფინანსება წლების მანძილზე, რის გარეშეც ვერაფერს გააკეთებდა სააკაშვილი, რითაც დღემდე ტრაბახობს და რა მოთვლის ყველაფერს?! წლების წინ ითქვა, რომ ძვირია დენდროლოგიური პარკის შენახვა და ჩვენს თავზე ვიღებთ მის შენახვასო. ერთი ფლამინგოს შენახვა თვეში 1000 დოლარზე მეტი ჯდება. ან რატომ უნდა აჩუქოს სახელმწიფოს, მისი ქონებაა?! ყველაფერი ნაყიდი აქვს, რასაც იქ ხედავთ ორმაგ ფასად. პლუს სათითაო კვადრატულ სანტიმეტრს ელოლიავებიან წლებია. წლებია საქართველოს მთელი მოსახლეობა და ტურისტები, მათ შორის პოლიტიკური სისტემის წურბელები და სიძულვილის მთესველები, უფასოდ დადიან და ტკბებიან ამ პარკით. ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში რომ დადიხართ ატრაქციონებზე, ვისი ქონებაა? პოლიტიკურად ვერ მოუგეთ, მოგწყვიტათ ძალაუფლებას, სახელმწიფო ხაზინას და აღარ იცით რა ქნათ.
ოცნებასთან პოლიტიკური ბრძოლის შნო არ გაქვთ და ბიძინა ივანიშვილის ქველმოედებას ებრძვით. კეზერაშვილმა ტელევიზიის 25% ხომ აჩუქა ჟურნალისტებს?! იქნებ საქართველოს უნივერსიტეტი დაუბრუნოთ საქართველოს?
უნდა გავაგრძელო "ქართუს" ქველმოქმედების გამოქვეყნება, თორემ შევწყვიტე შუა გზაზე და დარჩეს დაზუსტებული ციფრები სოციალურ ქსელს.
მოკლედ, უთავმოყვარეობაა ადამიანს ლანძღავდე, ფინანსურ შეზღუდვას ითხოვდე და თან ფულს სთხოვდე.“ - წერს ამირან სალუქვაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი