დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: როდესაც შეწყალების კომისიის შტატგარეშე წევრად გამოგყავს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ამაზე არანაირი პასუხი და ახსნა-განმარტება არ გაქვს და გვეთამაშები ჩვენს საზოგადოებას და კელი დეგნანის პოზიციაში დგები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
265 26 ივნისი 2023, 20:52
მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით სახელმწიფო ცხოვრებაში ჩარევის შეზღუდული ფუნქციებით სარგებლობს, თორემ მას რომ ჰქონდეს აბსოლუტური უფლებამოსილება თავის თანამდებობაზე, აი ამ მიდგომით წარმოდგენაც არ მინდა, რა სერიოზულ შარში ჩააგდებდა ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, გადაცემა „პოლიტიკური პოსტში“ განაცხადა და  პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე ისაუბრა. 


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას, ამომრჩეველს რომელმაც მას ხმა მისცა და დღეს ლეგიტიმური კითხვები აქვთ, ეთამაშება. 

„წარმოიდგინეთ, მთავარსარდალია ქალბატონი პრეზიდენტი - გინდა აქედან მიუდექი, გინდა იქიდან. მადლობა ღმერთს, რომ კონსტიტუციით სახელმწიფო ცხოვრებაში ჩარევის შეზღუდული ფუნქციებით სარგებლობს, თორემ მას რომ ჰქონდეს აბსოლუტური უფლებამოსილება თავის თანამდებობაზე, აი ამ მიდგომით წარმოდგენაც არ მინდა, რა სერიოზულ შარში ჩააგდებდა ჩვენს ქვეყანას. როდესაც შეწყალების კომისიის შტატგარეშე წევრად გამოგყავს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ამაზე არანაირი პასუხი და ახსნა-განმარტება არ გაქვს და გვეთამაშები ჩვენს საზოგადოებას და კელი დეგნანის პოზიციაში დგები (რომელსაც უსვამ ელემენტარულ შეკითხვებს და პასუხის ღირსად არ გთვლის), ყოველ შემთხვევაში საზოგადოების, ამომრჩევლის წინაშე (ჩემი არჩეულია, ორ გზის მივედი მის ასარჩევად, გადავარჩინე და ავირჩიე, რატომ გავაკეთე უკვე აღარ ვიცი) როგორც ამომრჩეველს პასუხი მაინც მაღირსე. ეს რა იყო?! - ეს იყო სირცხვილი და თავის მოჭრა. 

მაქვს ვერსია, რომელსაც ალბათ  გავაჟღერებ უახლოეს დღეებში, კიდევ რა დგას ნიკა გვარამიას შეწყალების  უკან - ამის შესახებ, ახლა არ მინდა კარტები გავხსნა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან, რომელშიც ნიკა გვარამია და მისი უახლოესი ოჯახის წევრები არიან ჩათრეულები. ეტყობა, ეს დაუფასდა გვარამიების ოჯახს და ჩვენი პრეზიდენტის ხელით გამოუშვეს გარეთ. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, პარაშუტი არ გაიხსნა, ეგრევე ნაღმს  დააბიჯა ფეხი და იმ ჟენია იმ პრიგოჟინის წინსვლას ტაშს უკრავდა, რომელიც  დღეს დაბანაკებულია თავისი სისხლისმსმელებით კიევიდან 100 კილომეტრში“,- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი