ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მზად არ არის შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, მით უმეტეს, ევროკავშირის წევრად აიყვანოს და ახლა ეძებს მიზეზებს, რომ ეს ჩვენ დაგვაბრალოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
228 26 ივნისი 2023, 19:25
„ნიკა გვარამიას რომ გამოუშვებ; სააკაშვილი რომ აცხადებს, ქართულ პოლიტიკაში ვბრუნდებიო და პრიგოჟინის ფანი რომ არის მთელი ქართული ოპოზიცია, რომელთაც ეგრევე გამოაცხადეს, ეს უნდა გამოვიყენოთ დროებითი ხელისუფლების შესაქმნელადო, რადიკალიზმთან დაკავშირებული ჩანაწერი ვერ შესრულდება და გასაგებია, რომ აქ შეუძლებელია რაიმე დეპოლარიზაციაზე ლაპარაკი.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 


მისი თქმით,  ევროკავშირი მზად არ არის შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, მით უმეტეს, ევროკავშირის წევრად აიყვანოს და ახლა ეძებს მიზეზებს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებას დააბრალოს.


„შეგახსენებთ, ოლივერ ვარჰეის, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო საქართველოში და ჩვენმა ოპოზიციამ რუსეთის და პუტინის აგენტად გამოაცხადა, მას მერე, რაც ევროკომისიაზე გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს 12-დან მხოლოდ 3 პუნქტი აქვს შესრულებულიო, დღეს აღარ მოიხსენიებენ ამ ტერმინებით. ვარჰეის განცხადება აბსოლუტურად არასწორია, მაგრამ მან თქვა ის, რაც უნდა ეთქვა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, რადგან ეს არის ევროკავშირის პოზიცია. რატომ ვამბობ ამას: ხშირად ვამბობთ, რომ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ის თუ ტექნიკურად როგორ შესრულდა დავალება. რას ნიშნავს პოლიტიკური გადაწყვეტილება? აქ არის ორი თემა: პირველი - არის თუ არა მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის? ამ ბოლო დრომდე ევროკავშირი გაფართოებისთვის ნამდვილად არ იყო მზად და უკრაინის მოვლენების ფონზე ცხელ გულზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მოდი, ვაჩვენოთ უკრაინას, რომ რადგან ამ ომში ებმება და მხარს კი ვუჭერთ, მაგრამ ჩვენ არ ვებმებით, ითქვას, რომ ვაძლევთ კანდიდატის სტატუსსო. ბუნებრივია, აქ ჩაერთო მოლდოვაც, რადგან მას ჰყავს რუმინეთი და საქართველოც, რომელიც ლიდერიც იყო ამ ე.წ. ტრიოს ქვეყნებში, ამიტომ განზე ვერ დატოვეს, ამიტომ თქვეს, რომ ჩვენ ევროპულ პერსპექტივას გვაძლევდნენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მზად არ არის შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, მით უმეტეს, ევროკავშირის წევრად აიყვანოს და ახლა ეძებს მიზეზებს, რომ თვითონ რომ არ არის მზად ჩვენს მისაღებად, ეს აქეთ დაგვაბრალოს. მეორე ის, რომ საქართველოს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გარკვეულ მოთხოვნებზე, მათ შორის, ომში ჩართვის მოთხოვნაზე წინ აყენებს. ამას არ გვპატიობენ და ამიტომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ერთგვარ ზეწოლის ბერკეტად გამოყენებული, რომ რამენაირად გვაიძულონ თამაშის ის წესები ვითამაშოთ, ამ შემთხვევაში რუსეთთან უფრო სერიოზულ კონფლიქტში შესვლა იგულისხმება, რომელსაც თავს გარედან გვახვევენ.“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი