433
26 ივნისი 2023, 19:02
ყოფილი ნაცი არ არსებობს! ნაცი ნაცია და ხელმომწერია ყველაფერზე, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას, სადაც აცხადებს, „საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი რომ შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს.“
მეგრელიშვილის განცხადებით, ორქიაშვილმა ახალი პოლიტიკური დავალება მიიღო და საქართველოში ექსტრემისტების შემოსვლას ნატრობს, პარალელურად კი, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს ემუქრება.
„ყოფილი ნაცი არ არსებობს! ნაცი ნაცია და ხელმომწერია ყველაფერზე.
დღეს კახა ოქრიაშვილმა ახალი პოლიტიკური დავალება მიიღო და 500 კაცს, ექსტრემისტებს ნატრობს ქართულ სახელმწიფოში პოლიტიკური ვითარების ასარევად.
ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ემუქრება სიტუაციის არევის შემთხვევაში დამცველიც არავინ გეყოლებათო.
კახა ოქრიაშვილო, შენ ხარ პოლიტიკური მეძავი!
შენზეა ნათქვამი- "არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა".
ვის ემუქრები ცოტა გაიაზრე!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |