384
25 ივნისი 2023, 15:44
მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე საქართველოს სახელით დღეს სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ვიხილეთ – ნაკრების კაპიტანმა ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვარლამი ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაუპირისპირდა და ახალგაზრდა მეტოქესთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე რთული გზა გაიარა – ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაამარცხა, შეჯიბრის ნახევარფინალში კი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ აარონ ვოლფს სძლია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |