307
24 ივნისი 2023, 23:46
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – არ დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით.
შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა ასამბლეის 71-მა წევრმა. წინააღმდეგ წავიდა მხოლოდ ოთხი დეპუტატი.
დოკუმენტის თანახმად, რუსების და ბელარუსების მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში „გამოყენებული იქნება, როგორც ინსტრუმენტი პროპაგანდისთვის და დე-ფაქტო შეუძლებელს გახდის სხვა სპორტსმენების მონაწილეობას, მათ შორის უკრაინელების“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |