მთავრობის ადმინისტრაციაში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
337 16 ივნისი 2023, 15:29
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, ფესტივალისთვის მზადება იწყება და ამისათვის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყოფა.

პრემიერის თქმით, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, კერძოდ, - ბიათლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, ასევე თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ინფრასტრუქტურა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს 25 მლნ ლარი უკვეგამოყოფილია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრასვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა დაახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, მუნიციპალურიგანვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ტაბიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე ესწრებოდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი