ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლაში ჩართულ ქვეყნებს სანქციები უნდა დაეკისროთ და ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა.
„ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს გავახსენებ, რომ ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან იმდენს, რასაც საქართველო მთელი წლის განმავლობაში. ეს არის ყველაზე მოკლე პასუხი, რაც ამაზე შეიძლება გაეცეს. საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობრად დალაგებული მესიჯები და თავი დაანებონ ამ ქვეყანას, მისთვის რაღაცების დაბრალებას. მათი მესიჯების მიხედვით საქართველო ხან შავი ხვრელი იყო, ხან საქნციებისგან თავის არიდებაში იყო მხილებული, მაგრამ ამდენი თვის განმავლობაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ დადო ვერავინ, რომ საქართველო ვინმესგან, თუნდაც ერთი ადამიანის მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული. ეს უბრალოდ მესიჯებია და უკვე წელიწადნახევარია მესიჯებად რჩება“, - განაცხადა მდინარაძემ.
„მესამე ქვეყნების საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-ს აღწევს ომამდე პერიოდთან შედარებით. რა თქმა უნდა ადგილი აქვს ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლას. ეს სარგებელს აძლევს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას. ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა/სანქციები ამაში ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს“, - წერს ევროპარლამენტარი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |