ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდნენ მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებში, რომ არასდროს არ ეშლება სიტყვა-პასუხი, საქციელი და ნებისმიერ შემთხვევაში ყველას როგორ უჩენს საკადრის ადგილს!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის სასესიო დარბაზში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, წითლიძის გადაღებული ვიდეო თუ გამომადგებოდა. მერამდენე შემთხვევაა, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდნენ მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებში, რომ არასდროს არ ეშლება სიტყვა-პასუხი, საქციელი და ნებისმიერ შემთხვევაში ყველას როგორ უჩენს საკადრის ადგილს! ეს რაც გადაიღო და ამ ვიდეოში ჩანს, დანარჩენი ხომ წარმოგიდგენიათ. აი ასეთი ღირსეული და სიმართლის მთქმელი აღმასრულებელი მდივანი გვყავს!“, - წერს სამხარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |