ლუკ დევინი - საქართველო ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ უნდა გახდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
704 08 ივნისი 2023, 16:54

ფრენების განახლება რუსეთთან იმ დროს, როდესაც ევროკავშირი აჩერებს ფრენებს მასთან - ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ასევე სწუხს იმის გამო, რომ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საშუალება ეძლევათ.

„არც ახლა და არც წარსულში, როდესაც ასოცირების შეთანხმება გაფორმდა, არ გვითხოვია საქართველოსთვის, შეეწყვიტა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, მინდა, ამას ხაზი გავუსვა. თუმცა, მტკიცედ მოვუწოდეთ საქართველო არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას - ფრენების განახლება რუსეთთან იმ დროს, როდესაც ევროკავშირი აჩერებს ამ ფრენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთის იზოლაციის მიზნით. ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, ისევე როგორც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების გამო, არ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს სანქციების გვერდის ავლის ადგილი“, - აღნიშნა ლუკ დევინმა.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაბალია.

„სამწუხაროდ წელს საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უკიდურესად დაბალია. შარშან ის იყო 44 % და წელს მხოლოდ 28%-ია. განსხვავებისთვის, ზოგიერთი სხვა კანდიდატი ქვეყნის თანხვედრის მაჩვენებელი 100%-ს შეადგენს“, - აღნიშნა ლუკ დევინმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი