117
30 მაისი 2023, 21:38
რა თქმა უნდა, მიშა წერილში ხაბეიშვილს და თავის ახალ მოყვანილ გუნდს მიმართავს, რომელიც საერთოდ არ ახსენებს მიხეილ სააკაშვილს - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.
„რის საფუძველზეც მოვიდა ლევან ხაბეიშვილი, რომ მიშას გაათავისუფლებდა, პირველ რიგში ეს უნდა იყოს შესრულებული. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მიშა წერილში ხაბეიშვილს და თავის ახალ მოყვანილ გუნდს მიმართავს, რომელიც საერთოდ არ ახსენებს მიხეილ სააკაშვილს. ყველაფერი გაინაღდეს და მგონი ამიტომაც არ გახდა უკვე ეს აქტუალური“- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „იმ ხალხის გასაგონად, ვისაც ჩემთვის სიტყვა “თავისუფლება” არ ემეტება და მხოლოდ „ადეკვატური მკურნალობით“ იფარგლება. მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |