თამარ ჩიბურდანიძე: მას შემდეგ, რაც საქართველო კვლავ დამოუკიდებელი გახდა საბჭოთა ოკუპაციისგან, განსაკუთრებით აღვნიშნავთ ამ დღეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვართ სრულად თავისუფლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 26 მაისი 2023, 18:36
„თავისუფლება არის ის, რაზედაც ილია მიგვითითებდა - ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. საქართველო დღესაც იბრძვის თავისუფლებისთვის და მჯერა, რომ ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დაგვირგვინდება“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა და ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა. 

 მისი თქმით, საქართველო რომ დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება თქმა, რომ საქართველოს თავისი თავი თავადვე ეყუდნის. 

 „რა მოხდა 105 წლის წინ და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დღე - საქართველო გახდა დამოუკიდებელი. როგორ გახდა დამოუკიდებელი, როგორ მიაღწიეს ამას? მე მივიჩნევ, რომ საქართველოს მაშინდელი დამოუკიდებლობა იყო მე-19 საუკუნის ეროვნულ-დემოკრატების მოღვაწეობის, მათი ღვაწლის, შრომის, ბრძოლის შედეგი და არა - სოციალ-დემოკრატების.

 არ ვიცი ეს ვის ეწყინება, მაგრამ ვამბობ იმ სიმართლეს, როგორადაც აღვიქვამ საქართველოს ისტორიას. ვინ ააფრიალა დროშა და ვინ მიიღო დეკლარაცია დამოუკიდებლობის, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ვინ მოამზადა ეს ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის, ეს ცალკე თემაა. ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო იმ თაობას, იმ გენიოსებს, იმ უდიდეს ქართველებსა და მოღვაწეებს, რომლებმაც შექმნეს საქართველოს ისტორიაში უდიდესი ეპოქა, დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქის შემდეგ - ეს იყო მე-19 საუკუნე, თერგდალეულთა თაობა.

 ბოლო 32 წელია განსაკუთრებით აღვნიშნავთ ამ დღეს, მას შემდეგ, რაც საქართველო კვლავ დამოუკიდებელი გახდა საბჭოთა ოკუპაციისგან, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვართ სრულად თავისუფლები და საქართველოს არ აქვს სრული სუვერენიტეტი. თავისუფლება არის ის, რაზედაც ილია მიგვითითებდა - ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. 

ეს არის სუვერენიტეტი. საქართველო დღესაც იბრძვის თავისუფლებისთვის და მჯერა, რომ ეს ბრძოლა ჩვენები მომავლისთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის, ერთიანობისთვის აუცილებლად დაგვირგვინდება ჩვენი გამარჯვებით. საქართველო რომ დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და გამთლიანდება, მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება თქმა, რომ საქართველოს თავისი თავი თავადვე ეყუდნის“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუმინეთის საგადასახადო სააგენტო ANAF-მა დაადგინა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულის „ტიკტოკ“ კამპანია რუმინეთის პროევროპულმა ნაციონალურმა ლიბერალურმა პარტიამ გადაიხადა
ლევან მაჭავარიანი: რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იმავენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც
იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?
არქივი