177
25 მაისი 2023, 09:47
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ბახმუტისთვის ბრძოლა რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდა და ქალაქი რუსული ძალების ხორცსაკეპ მანქანად იქცა.
"ეს შეტევა, ფაქტობრივად, საშინლად ძვირი დაუჯდა რუსეთს და, როგორც ვთქვი, ეს მათთვის ერთგვარი ხორცსაკეპი მანქანა გახდა", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, შეფასებები, რომელიც ვაშინგტონმა ბახმუტში რუსული ძალების მსხვერპლის შესახებ მაისის დასაწყისში გამოაცხადა, ზუსტია, თუმცა მას შემდეგ რუსები ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტ ძალას კარგავენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |