არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი, ანუ ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული-ნათია თურნავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
898 21 მარტი 2020, 19:21

საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ზომების მიღებას, რათა ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელებისგან დავიცვათ-განცხადება ამის თაობაზე ნათია თურნავამ გააკეთა.  

ნათია თურნავას განმარტებით, როგორც მოსახლეობისთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე შეჩერებულია სარესტორნე ბიზნესი, რაც გულისხმობს მათი მუშაობის შეზღუდვას საკუთარ ფართებში, თუმცა მოსახლეობას რესტორნებისა და კაფე-ბარების მომსახურებით ადგილზე მიტანის სერვისით შეუძლია ისარგებლოს. გარდა ამისა, შეზღუდულია საცალო ვაჭრობა არასასურსათო მაღაზიებისთვის, რომელთა საქმიანობაც ასევე ელექტრონული ვაჭრობით არის ნებადართული.

„შესაბამისად, შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას წარმოებები. გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მშენებლობები, სატრანსპორტო სექტორის, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა. ამ მიმართულებით არანაირი განსაკუთრებული ამკრძალავი ნორმის დაწესება არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ცხადია ყველა ამ სექტორმა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება სასურსათო-საცალო ვაჭრობას და მაღაზიებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, მათ ეძლევათ მითითება, მაქსიმალურად დაიცვან ყველა აუცილებელი ზომა, რაც რეკომენდირებულია მედიკოსების მიერ - ეს არის სადეზინფექციო საშუალებების აქტიურად გამოყენება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და მომხმარებლების დისტანცირება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენმა სუპერმარკეტებმა უკვე დაიწყეს ეს პროცესი და სპეციალური მონიშვნები კეთდება, რა დისტანცია უნდა დაიცვან მომხმარებლებმა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს და სურსათის მარაგები საკმარისია. მისივე განცხადებით, ამიტომ სასურსათო საქონელზე რაიმე სახის აჟიოტაჟური მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„ასეთი ქცევა არასწორი რეაქცია იქნება და ამის აუცილებლობა არ არსებობს. ყველაფერი, რაც კეთდება მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანები ერთმანეთს გაუფრთხილდნენ, დაიცვან დისტანცია, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და ეპიდემიის პრევენცია მოვახდინოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი