მას შემდეგ, რაც დავით კეზერაშვილს ქოლ-ცენტრების ამბავი გაუსკდა, ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლებმა ამ თემიდან გამიჯვნა გადაწყვიტეს და მათი ნაწილი ცდილობს ქოლ-ცენტრები მხოლოდ კეზერაშვილთან ასოცირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ევროპელი პენსიონერების ძარცვა და ათეულობით მილიონი ევროს თაღლითურად მითვისება არა მხოლოდ კეზერაშვილის, არამედ მთლიანად ნაციონალური მოძრაობის ბიზნესი და მთავარი შემოსავლის წყაროა.
თავად კეზერაშვილმა კი თავდაცვითი სამოქმედო ფრონტი
ორი მიმართულებით გაშალა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე თავდაცვა მისი ძლიერი
მხარე არ აღმოჩნდა, მან ამისთვის ახალი ტაქტიკა, - ჩაშვება აირჩია.
მისი პირველი სვლა თავის გარემოცვის უახლოესი წევრის
და მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი სვანიძის უახლოესი მეგობრის, რატი ალექსიძის ჩაშვება
იყო, რითაც მან სცადა ისრები საქართველოს თავდაცვის მოქმედი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისკენ
გადაეტანა, რომელიც ალექსიძის ყოფილი ქვისლია. ალექსიძე დაკავებულია!
მეორე სვლით კეზერაშვილმა განახორციელებინა ზარი სამართალდამცავებთან
და ჩაუშვა ელისო კილაძის, ვალერი გელბახიანის და კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის, გივი
ჯიბლაძის ქოლ-ცენტრი, რომელიც საბურთალოზე ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) პირველ ნომერში,
ცხრასართულიან ბიზნეს ცენტრში ფუნქციონირებდა. ამავე შენობაშია განთავსებული როგორც
ჯიბლაძის, ასევე ელისო კილაძისა და ვალერი გელბახიანის ოფისები. საგამოძიებო მოქმედებები
დილის 10 საათამდე, მთელი ღამე მიმდინარეობდა. ელისო კილაძე თავიდან ბოლომდე ესწრებოდა
ამ პროცედურებს, ხოლო ვალერი გელბახიანი ბიზნეს ცენტრში იმ ღამით არ გამოჩენილა. სამართალდამცავებს
ადგილზე დახვდათ ასამდე კომპიუტერი და ლეპტოპი, თუმცა ქოლ-ცენტრის თანამშრომლები მათ
ადგილზე არ დახვდნენ, რადგან, როგორც წყარო იუწყება, კომპანია „სვეტის“ თანამშრომლებმა
მოასწრეს მათი გაფრთხილება ბიზნეს ცენტრთან საეჭვო მოძრაობების შესახებ. ადგილზე იყო
შსს-ს ყოფილი პრესცენტრის ხელმძღვანელი, ვანო მერაბიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი
- გურამ დონაძე, რომელიც ქოლ-ცენტრების საქმიანობის მენეჯმენტში ელისო კილაძის რეკომენდაციით
არის ჩართული. საინტერესოა ისიც, რომ ელისო კილაძეს ამ ამბის შესახებ ინფორმაცია არ
გაუვრცელებია.
ONGO წყაროს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა
ამ ინფორმაციის გაცემით, ერთი მხრივ, შური იძია ელისო კილაძეზე, რომელიც იმავე ინფორმაციის
თანახმად, გურამ დონაძესთან ერთად თავად წარმართავს ქოლ-ცენტის საქმიანობას და მეორე
მხრივ ბაზრიდან ჩამოიშორა შედარებით მცირე კალიბრის, მაგრამ მისთვის მაინც მნიშვნელოვანი
კონკურენტი.
წყარო ასევე გვიამბობს, რომ ელისო კილაძე ყოველთვის
ახლო კონტაქტში იყო თაღლითობისათვის ნასამართლევ გივი ჯიბლაძესთან. ის ჯიბლაძეს კომპანია
„სვეტის“ საქმეების მოგვარებაშიც ეხმარებოდა. ახლა კი მათი გზები საერთაშორისო მასშტაბის
თაღლითობაშიც გადაიკვეთა.
ქოლ-ცენტრებიდან მიღებულ მსხვილ შემოსავალს უკავშირდება
ელისო კილაძის საკმაოდ სოლიდური შენაძენები და ძვირადღირებული ვოიაჟები უცხოეთში. ის
ბოლო დროს გადაადგილდება Toyota Land Cruiser 300-ის მარკის ავტომანქანით, რომლის ღირებულებაც
აღემატება 100 000 ევროს, ასევე უკანასკნელ პერიოდში აქვს შეძენილი ძვირადღირებული
უძრავი ქონებები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, რომლებსაც აფორმებს როგორც თავისი
ოჯახის წევრების, ასევე სანდო ახლობლების სახელზე.
როგორც ჩანს დავით კეზერაშვილი უკვე აქტიურ მოქმედებებზეა
გადასული და მთელი მსოფლიოს მასშტაბით არა მხოლოდ ფლობს ქოლ-ცენტრების უმსხვილეს ქსელს,
არამედ ინფორმაციაც აქვს მისი შედარებით მცირე, შიდა კონკურენტების შესახებაც. წყარო
ასევე გვაუწყებს, რომ კეზერაშვილი ფინანსებს არ დაიშურებს იმისთვის, რომ იმავე, BBC-ის ეთერში გავიდეს ახალი სიუჟეტი, რომელიც ან მის რეაბილიტაციას,
ან მის მიერ დალაგებული თაღლითური სქემის სხვაზე გადაბრალებას მოემსახურება, თუმცა
ჯერ-ჯერობით ამას ვერ ახერხებს.
ახლა ქართველი სამართალდამცველები ურთულესი გამოწვევის
წინაშე დგანან, რადგან, როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, ქოლ-ცენტრების საქმე
ურთულესია როგორც გამოსაძიებლად, ასევე მტკიცებულებების სტანდარტის თვალსაზრისითაც.
ONGO აგრძელებს ინფორმაციის მოპოვებას კილაძე-გელბახიანი-ჯიბლაძის
ქოლ-ცენტრთან დაკავშირებით, რასაც უმალვე მიაწვდის თავის მკითხველს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |