უკრაინელ სპორტსმენებს რუსებთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებში გამოსვლა აეკრძალათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
368 01 აპრილი 2023, 22:14

უკრაინელ სპორტსმენებს აეკრძალათ მონაწილეობა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებში, რომლებშიც რუსი ათლეტები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ გამოაცხადა უკრაინის მთავრობის მინისტრმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრმა ოლეგ ნემჩინოვმა.

„მთავრობის სხდომაზე მივიღეთ ოფიციალური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მხოლოდ იმ შესარჩევ ტურნირებზე გამოვალთ, სადაც არ იქნებიან რუსები. შესაბამისად, თუ ეს კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდება, ფედერაციებს მოეხსნებათ ეროვნული სტატუსი“, – განაცხადა მინისტრმა.

უფრო ადრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა არ გამოუცხადებს ბოიკოტს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადას იმ შემთხვევაში, თუ იქ რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი