1803
27 მარტი 2023, 16:30
ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ, დავით კეზერაშვილმა "პალიტრა მედიის" დაფინანსება დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა და პარტიულ ხელმძღვანელებთან დაახლოებულმა პირმა მოგვაწოდა.
მისივე გადმოცემით, ამ ეტაპზე კეზერაშვილი სრულად ისტუმრებს მედიაჰოლდინგის იმ გადაცემათა ხარჯებს, რაც პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე კეთდება. ამის სანაცვლოდ კი მან მოითხოვა საინფორმაციო პოლიტიკის კურსის ცვლილება, რაზეც მიიღო გარანტიები და ჰოლდინგის საინფორმაციო პოლიტიკაც ეტაპობრივად იცვლება და იხრება ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. კეზერაშვილის მოთხოვნა იყო ხელისუფლების მადისკრედიტირებელი შინაარსის სტატიების გამოქვეყნება სხვადასხვა პლატფორმებზე, რაც ასევე დაკმაყოფილდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა უჯდება ყოველთვიურად "პალიტრა მედიის" შენახვა ნაციონალური მოძრაობის დამფინანსებელ კეზერაშვილს.
საინტერესოა, რომ შუამავალი კეზერაშვილსა და "პალიტრა მედიას" შორის ნაცების ფინანსური მამის, იგივე კეზერაშვილის, ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანია. სწორედ მას აქვს დავალებული ახალი გარიგების ბუღალტრული უზრუნველყოფა!
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |