ქართველ ძიუდოისტთა მესამე ოქრო - გელა ზაალიშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული მესამედ გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
359 26 მარტი 2023, 19:10

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მესამე ოქრო მოიპოვა - გელა ზაალიშვილი ზედიზედ მესამედ გახდა გრანდ სლემის გამარჯვებული. 

მძიმეწონოსანმა  ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო.

ცოტა ხნის წინ ფინალურ ბლოკში  100კგ წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული ილია სულამანიძე გახდა. ქართველმა ფინალში მონღოლეთის წარმომადგენელ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს გრანდ სლემზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

 მანამდე კი, შეჯიბრებაზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, დაძაბულ ბრძოლაში, ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი  პირველად მოიგო.

თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი