თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი, ხოლო ლუკა მაისურაძემ ვერცხლი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
292 26 მარტი 2023, 17:34
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღე ქართული ფინალით გაგრძელდა, ტატამზე ერთმანეთს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.

ლაშა ბექაურს ოქროს მედალი, ხოლო ლუკა მაისურაძეს ვერცხლის ერგო.

გუშინ, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბულგარელი მარკ ხრისტოვი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი  - ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი