ილია ღუდუშაურის განცხადებით, რეფერენტული პროგრამით განსაზღვრულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასის მაქსიმალური ზღვრის დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია უკვე 5-დან 30 ათას ლარამდეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 18 მარტი 2023, 15:21

15 თებერვლიდან რეფერენტული ფასები ძალაში დაახლოებით, 800 მედიკამენტზე შევიდა, დღეიდან კი დამატებით, 300 მედიკამენტზე შედის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ კონკრეტულ მედიკამენტებზე აწესებს ზღვრულ ფასებს, რომლის ზევითაც ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტი გაყიდვის უფლება არ აქვთ.

„ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლიდან რეფერენტული პოლიტიკა ამოქმედდა. პირველ ეტაპზე, 15 თებერვლიდან რეფერენტული ფასები ძალაში დაახლოებით, 800 მედიკამენტზე შევიდა, დღეიდან კი დამატებით, 300 მედიკამენტზე შედის ძალაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ კონკრეტულ მედიკამენტებზე აწესებს ზღვრულ ფასებს, რომლის ზევითაც ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტი გაყიდვის უფლება არ აქვთ.

ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომელზეც 15 თებერვლიდან შევიდა ძალაში, მოქმედებდა საშეღავათო ერთთვიანი პერიოდი და უკვე რეგულირების სააგენტოს შეუძლია დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილება და საჯარიმო სანქციები აამოქმედოს. ჯარიმის ოდენობა 5-დან 30 ათას ლარამდეა, გააჩნია რა ტიპის დარღვევას ექნება ადგილი“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

დღეიდან რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე ათას 100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს და აღნიშნული მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი