გიორგი იაკობაშვილი კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის შექმნაზე: ეს ნიუსი გულზე მალამოდ დაედებათ ლევან ხაბეიშვილს, თეა თუთბერიძეს და „დინამო თბილისის“ ადმინისტრაციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
360 11 მარტი 2023, 16:24

ეს ნიუსი გულზე მალამოდ დაედებათ ლევან ხაბეიშვილს, თეა თუთბერიძეს და „დინამო თბილისის“ ადმინისტრაციას: „კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს, - ასე ეხმაურება For.ge-ის რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომკანადის მთავრობა, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციის მიზნით, სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს.

მისი თქმით, მაშინ, როცა აშშ-ში უკვე მოქმედებს მსგავსი კანონი, ევროკავშირი და კანადა კი განიხილავენ მის მიღებას, მსგავსი კანონი საქართველომაც უნდა მიიღოს.

ეს ნიუსი გულზე მალამოდ დაედებათ ლევან ხაბეიშვილს, თეა თუთბერიძეს და "დინამო თბილისის" ადმინისტრაციას: "კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს.
იქაური ენჯეოშნიკები ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ".
არ გახდიან და... ჯარიმა და პატიმრობა ზედ აქვთ, ანუ, როგორც აფროაფრიკელთა ბელადი იტყოდა - მაკუმბა!!! ხოლო როგოორც იტყოდა ენდოკრინოლოგი ხაჩიკიანი- ჰაიტარაკუმენ რესპუბლიკა.
ახლა ის დროა, პაატა ბურჭულაძე და ელენე ხოშტარია სადმე ტორონტოში ან მონრეალში დარბოდნენ და ჩხაოდნენ: "არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს!"
ჩვენ კიდევ... ჩვენ სად ვეტენებით - რა ნატო, რის ევროკავშირი... ამერიკა მაგ კანონით ცხოვრობს, ევროპა და კანადა ეგეთი კანონის მიღებას აპირებენ...
ან ჩვენც მივიღოთ ეგ კანონი და ანაც ამაზონის ტყეების ველურ ტომებს შევეკრათ, როგორც მიერთებული ტრიტორია.
იმათ არც რუსული კანონი იციან და არც ჩრდილოკორეული კონსტიტიტუცია, ჩვენ კი ის ვიცით, რომ ხვალ-ზეგ კორუფციისთვის ან კუბილიუსს დაიჭერენ და ან ანა ფოტიგას.
ჰოდა, გეკითხებით: გვინდა ჩვენ რუსული კანონებით მცხოვრები ნატო და კორუფციით გამოხრული ევროკავშირი?
ეჰ, რა მაცინებს, რა... „ - წერს იაკობაშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი