202
11 მარტი 2023, 14:00
ქართველიშვილი ამერიკის ელჩს სთხოვს ახსნას, რით განსხვავდება კანადის საკანონმდებლო ინიციატივა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტისგან.
მისი თქმით, დუმილის შემთხვევაში ეჭვი, რომ თბილისის „მაიდანიზაციის“ ძირითადი ტრიგერ-სლოგანის („რუსული კანონი“) უკან სწორედ აშშ-ის საელჩო იდგა - გადაიზრდება მტკიცებულებათა კატეგორიაში.
„ამაზე არაერთხელ გავამახვილე ყურადღება და აი, ეს დღეც დადგა: კანადის მთავრობა გეგმავს სოციალური სარეგისტრაციო სისტემა-რეესტრის შემოღებას, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მიზნით - კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, მარკო მენდიჩინო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად, პარასკევს კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.
კი არ ვთხოვ, მოვითხოვ ქალბატონი კელი დეგნანისაგან საჯარო ახსნა-განმარტებას: რით განსხვავდება კანადის საკანონმდებლო ინიციატივა „რუსული კანონისაგან“ და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პროექტისაგან. დუმილის შემთხვევაში, ეჭვი, რომ თბილისის „მაიდანიზაციის“ ძირითადი ტრიგერ-სლოგანის („რუსული კანონი“) უკან სწორედ აშშ-ის საელჩო იდგა - გადაიზრდება მტკიცებულებათა კატეგორიაში!“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |