„დღეს სტუდენტებთან ჰქონდა შეხვედრა ნინო ლომჯარიასა და იაგო კაჭკაჭიშვილს, სადაც პირდაპირ ტვინებს ურეცხავენ, რომ აიკრძალება არასამთავრობოები და სტუდენტებს განვითარების პერსპექტივა ეკარგებათ. ადგილზე რამდენიმე სტუდენტმა საპირისპირო აზრი დააფიქსირა და კრიტიკული კითხვები დასვა, რაზეც სულ შპიონები და შეგზავნილები ეძახეს, რაზეც სტუდენტებს შორის შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
როგორც ის აღნიშნავს, სტუდენტებს შორის დაპირისპირების პროვოცირება რადიკალური ჯგუფების დღის წესრიგის ნაწილია.
„რა პროცესს ვადევნებთ თვალს ახლა? - იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ვერ ახერხებენ დღის წესრიგის შექმნას, ყველაფერს კადრულობენ ეს უსამშობლო ნაძირლები, მათ შორის, სტუდენტების დაპირისპირებასა და ბულინგს. ლომჯარია რა წარმოების ნაგავიცაა ვიცით, მაგრამ ეს ჩამოუყალიბებელი პოლიტ-გემოვნების პროფესორები კაჭკაჭიშვილის სახით, რომელთაც საიდანაც დაუბერავს ნიავი, იქ ქრიან ყველაზე მავნე გამოვლინებების არიან. წვდომა აქვთ აუდიტორიებთან და სტუდენტებთან, რასაც ბოროტად იყენებენ. აბა, ახლა თუ მიხვდებით, რატომ დააჯილდოვა სახ-დეპმა ლომჯარია ორდენებით და ასე გაშმაგებით რატომ იცავს კელი დეგნანი? ბაიდენის ადმინისტრაცია პირდაპირ დირიჟორობს საქართველოში პროცესებს, რასაც გუშინდელი პრაისისა და საელჩოს განცხადებები მოწმობს. ჰოდა, ახლა ამერიკული „ლეგიტიმაციითა“ და თვითკმაყოფილი იდიოტიზმით განმსჭვალული, კოლექტიური ლომჯარია-კაჭკაჭიშვილები სტუდენტებს ტვინებს ურეცხავენ, რომ რამენაირად პროცესების რადიკალიზაცია მოხდეს ქვეყანაში. მინიმუმ იმიტომ, რომ ლომჯარია ღირსების ორდენს მიიღებს ბაიდენისგან და კაჭკაჭიშვილს სოც-კვლევას დაუფინანსებენ. ნუ, ქვეყანა... ჭირსაც არ წაუღია? ამათთვის ხომ მთავარი, საკუთარი ბინძური ეგოს და „დიდი ძმის“ დაკმაყოფილებაა? უსამშობლო გენმოდიფიცირებულები ყოველთვის ამ მოტივაციით მოქმედებენ!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |