გია გაბრიჭიძე: რამდენი ტყუილიც არ უნდა ილაპარაკონ, რა „აჩოტებიც“ არ უნდა გზავნონ დასავლეთში, როგორი მჯიღებიც არ უნდა ირტყან მკერდში, ტყუილი და უღირსობა უკვე გასკდა და აღარ შეწებდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 08 მარტი 2023, 13:34

არ არის საჭირო ზედმეტი პათეტიკა, არც გუშინდელი მოვლენების დეტალური განხილვა. ყველამ ვნახეთ კარგად რაც მოხდა და ეს არ დაწყებულა მხოლოდ იმ ტყუილებით, რაც ამ კანონის ინიცირებას მოჰყვა. ეს დიდი ხანია დაწყებულია „სამართლიანი არჩევნების“ გავრცელებული ტყუილით, „აკერმანის შეკრებით“, ნამახვან-ჰესის საწინააღმდეგო აქციებით,- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

გაბრიჭიძე 7 მარტის აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, ის რომ არ იმსჯელონ, არ განიხილონ მათი სტილია, რადგან ნებისმიერი ტყუილი მაშინვე მჟღავნდება. და ამ ყველაფრის ბოლო - მოლოტოვის კოქტეილები, აშკარა ძალადობა და ისევ ტყუილი.

„ არ არის საჭირო ზედმეტი პათეტიკა, არც გუშინდელი მოვლენების დეტალური განხილვა. არ არის საჭირო, რადგანაც ყველამ ვნახეთ კარგად რაც მოხდა და ეს არ დაწყებულა მხოლოდ იმ ტყუილებით, რაც ამ კანონის ინიცირებას მოჰყვა. ეს დიდი ხანია დაწყებულია „სამართლიანი არჩევნების“ გავრცელებული ტყუილით, „აკერმანის შეკრებით“, ნამახვან-ჰესის საწინააღმდეგო აქციებით. იყო ტყუილების გავრცელება დასავლურ ინსტიტუტებში, ე.წ. კრიტიკულ მედიაში და უამრავი სხვა მარაზმი, რასაც ყოველ დღე ვხედავდით. ის რომ არ იმსჯელონ, არ განიხილონ მათი სტილია, რადგან ნებისმიერი ტყუილი მაშინვე მჟღავნდება. და ამ ყველაფრის ბოლო - მოლოტოვის კოქტეილები, აშკარა ძალადობა და ისევ ტყუილი. ირაკლი კობახიძე - თავის დროზე, ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან. დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში და გიგლა ბერბიჭაშვილებში - მიხეილ სააკაშვილში, გიგა ბოკერიაში, გიორგი ვაშაძეში, ზურაბ ჯაფარიძეში, ლევან ხაბეიშვილში და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებში. ახლა რამდენი ტყუილიც არ უნდა ილაპარაკონ, რა „აჩოტებიც“ არ უნდა გზავნონ დასავლეთში, როგორი მჯიღებიც არ უნდა ირტყან მკერდში, ტყუილი და უღირსობა უკვე გასკდა და აღარ შეწებდება“ - წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი