გია გაბრიჭიძე: „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და საქართველოში დარეგისტრირებული არასამთავრობოების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს, FARA-ს ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 07 მარტი 2023, 15:31

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგისთვის, „ევროპის სახალხო პარტია“ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობაზე აშშ-ის კანონმდებლობის (FARA) ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, „ევროპის სახალხო პარტიისთვის“ არც ჩვენს და არც ევროპელ ექსპერტებს არ უთქვამთ, რომ FARA მოძველებულია, რომ ის „რუსულია“, რადგან რუსეთში მოქმედებს, არ შეჭრილან ევროპარლამენტის შენობაში, არ დაუწყიათ წივილ-კივილი და არ გადაუბრუნებიათ მაგიდები.

„არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგისთვის, „ევროპის სახალხო პარტია“ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობაზე აშშ-ის კანონმდებლობის (FARA) ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა. დიახ, „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და საქართველოში დარეგისტრირებული არასამთავრობოების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს (სწორედაც რომ „დარეგისტრირებული“ და არა „ქართული“, ან „გავლენიანი“), ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ის კანონმდებლობის (FARA) ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა. გაგიკვირდებათ და „ევროპის სახალხო პარტიისთვის“ არც ჩვენს და არც ევროპელ ექსპერტებს არ უთქვამთ, რომ FARA მოძველებულია, რომ ის „რუსულია“, რადგან რუსეთში მოქმედებს, არ შეჭრილან ევროპარლამენტის შენობაში, არ დაუწყიათ წივილ-კივილი და არ გადაუბრუნებიათ მაგიდები. არცერთ დასავლურ „კრიტიკულ“ მედიაში არ შეკრებილან საეჭვო რეპუტაციის ხელოვანები დ.ა.შ. ტიპები და არ უთქვამთ, რომ ამ კანონის არა მხოლოდ მიღებით, არამედ ინიციატივით გამოსვლითაც კი ევროპარლამენტი ცილდება ევროპას და ევროპული ხალხის არჩევანს. არ უთქვამთ, რომ მათი შვილები ევროპულ მომავალს კარგავენ და არც „ცალ ფეხზე დადგომა“ მოუთხოვია ვინმეს. არადა „ევროპის სახალხო პარტიაა“, „ვინცხა ჩიჩოლიკე“ კი არა - „ევროპის სახალხო პარტიაა“, - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი