ანდრია გვიდიანი: მოკლედ, რა გამოდის, ამერიკა თავის ინტერესებით მოქმედებს - ევროპა თავისი, ხოლო მაინც და მაინც საქართველომ უნდა იაროს სხვისი ინტერესებით? - ასე არ გამოვა, არასამართლიანია და იმიტომ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 07 მარტი 2023, 15:08
„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამერიკული აგენტების შესახებ კანონის ევროპარლამენტში დანერგვის ინიციატორი არის EPP - ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტია. სხვათა შორის ის პარტია, რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა"- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში. გვიდიანი აღნიშნავს, რომ ტრენდად იქცა და ვისაც არ ეზარება თაბახ სიბრძნეებს არ იშურებენ ამ კანონპროექტის დასაგმობად. სინამდვილეში ეს კრიტიკა ხელოვნურია, არ გააჩნია საფუძველი და, მით უმეტეს, რაიმე გონივრული დასაბუთება. „გაუგონარი საგიჟეთი ხდება!!! უკვე ტრენდად იქცა და ვისაც არ ეზარება თაბახ სიბრძნეებს არ იშურებენ ამ კანონპროექტის დასაგმობად. სინამდვილეში ეს კრიტიკა ხელოვნურია, არ გააჩნია საფუძველი და, მით უმეტეს, რაიმე გონივრული დასაბუთება. - ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპასო; - ეს კანონი არა ამერიკული, არამედ რუსულიაო; - ეს კანონი შეაფერხებს საქართველოს ევროპულ მომავალსო; ახლა რა ხდება სინამდვილეში გარდა იმისა, რომ ეს კანონი ამერიკაში მოქმედებს, ასევე, ევროპარლამენტში მიმდინარეობს განხილვა ანალოგიურის დანერგვაზე. 


თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამერიკული აგენტების შესახებ კანონის ევროპარლამენტში დანერგვის ინიციატორი არის EPP - ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტია. სხვათა შორის ის პარტია, რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა". ევროპარლამენტარების საჯარო კომენტარებში პირდაპირ ხაზგასმულია, რომ ახლა ევროპული სუვერენიტეტის შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა მესამე ქვეყნიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. მოკლედ, რა გამოდის, ამერიკა თავის ინტერესებით მოქმედებს - ევროპა თავისი, ხოლო მაინც და მაინც საქართველომ უნდა იაროს სხვისი ინტერესებით? - ასე არ გამოვა, არასამართლიანია და იმიტომ. კიდევ ეს მაინტერესებს, თუ ამერიკაში და ევროპაში მოქმედებს ასეთი კანონები, როგორ შეუშლის ხელს ჩვენს ევროპულ გზას ანალოგიურის დანერგვა საქართველოში?! რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს? რამე გონივრული დასაბუთება ხომ უნდა ისმოდეს? ამ კითხვებზე პასუხებია გასაცემი, საჭიროა არგუმენტირებული მსჯელობა და არა უშინაარსო წივილ-კივილი.“- წერს გვიდიანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი