მხოლოდ გაზის იმპორტით ევროპაში უკრაინის გავლით, რუსეთს შეუძლია 170 დან 200 ერთეული მძიმე ტექნიკის ქონა? სანქციებზე როცა დაიწყებთ სპეკულაციას, ფაქტები მოიშველიეთ ხოლმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 05 მარტი 2023, 12:57
გუშინ გახდა ცნობილი რუსული გაზის მიწოდების რაოდენობა ევროპისთვის, უკრაინის გავლით, რამაც დღეში 38.1 მილიონი კბ/მ შეადგინა. ეს ფინანსურად დღეში 22 მილიონი დოლარია, რაც თავისთავად 660 მილიონ დოლარს შეადგენს თვიურად. რა გამოდის, რომ მხოლოდ  გაზის იმპორტით  ევროპაში  უკრაინის გავლით, რუსეთს შეუძლია  170 დან 200 ერთეული მძიმე ტექნიკის ქონა?! - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, როდესაც ზოგიერთები სანქციებზე დაიწყებენ სპეკულაციას, ფაქტები მოიშველონ. 

“მას შემდეგ,რაც რუსეთი ბარბაროსულად შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, მის  წინააღმდეგ ამოქმედდა 10 000მდე საერთაშორისო სანქცია და შეზღუდვა. 
მსოფლიო ელოდება კონფლიქტის დამთავრებას, თუმცა ყოველდღიურად ვხედავთ გაორმაგებულ ძალისხმევას ოკუპანტის მხრიდან, მიაღწიოს სასურველ შედეგს.
ვრცელდება ინფორმაციები, რუსული სამხედრო  რესურსის ამოწურვის შესახებ, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს.
რატომ არ ეწურება მძიმე სამხედრო ტექნიკა და რა რესურსი ესაჭიროება რუსეთის ფედერაცის მხოლოდ ერთი ტანკისათვის? 
მაგ: რუსული T-90
ერთი T-90ის ფასი, 3-4 მილიონი აშშ დოლარია.
(მარტივი არითმეტიკით)
ყოველდღიურად ხუთი T-90 -ის დაზიანებისა და განადგურების შემთხვევაში, რეზერვის შესავსებად თვიურად საჭიროა  150 ერთეული, რაც ფინანსურად 600 მილიონი დოლარია.
გუშინ გახდა ცნობილი რუსული გაზის მიწოდების რაოდენობა ევროპისთვის, უკრაინის გავლით, რამაც შეადგინა დღეში 38.1 მილიონი კბ/მ. ეს ფინანსურად დღეში 22 მილიონი დოლარია, რაც თავისთავად 660 მილიონ დოლარს შეადგენს თვიურად.
რა გამოდის, რომ მხოლოდ  გაზის იმპორტით  ევროპაში  უკრაინის გავლით, რუსეთს შეუძლია  170 დან 200 ერთეული მძიმე ტექნიკის ქონა?!
სანქციებზე როცა დაიწყებთ სპეკულაციას ზოგიერთები, ფაქტები მოიშველიეთ ხოლმე”, - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი