დავით ქართველიშვილი ზაქარეიშვილის განცხადებაზე: სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებენ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებს ყველა დანარჩენ ვალდებულებაზე მაღლა აყენებს, პარტნიორს მეგობარს უწოდებს, ხოლო აგენტოკრატების მონას - ლაქიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 03 მარტი 2023, 20:58
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებაა საჭირო“, Facebook-ზე ეხმაურება.  

 „ესენი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებენ ხელისუფლებას, რომელიც: აღიარებული მედიატორის როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში; რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული ოკუპაციის შედეგებს იმკის; რომელიც EU-ს გაფართოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო უკანასკნელი ანგარიშით; რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თანამონაწილეობით, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით - აზია-ევროპის დამაკავშირებელ საკაბელო ენერგომატარებლის პროექტში საკვანძო როლს თამაშობს; რომელიც როთშილდების ფინანსური იმპერიის მეშვეობით, აქტიურად შეუდგება საქართველოს - რეგიონალური საინვესტიციო და საბანკო ჰაბად გადაქცევას; რომელიც მესამე წელია, ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის ტემპის ორნიშნა მაჩვენებელს; რომელიც წელს შეუდგება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც გაზრდის ჩვენი ნავსადგურების ტვირთგამტარობას 24-დან 48 მილიონ ტონამდე წელიწადში; რომლის სახელისუფლებო ანტიკორუფციული ინდექსი - მოწინავეა მსოფლიოში; რომელიც ქვეყანაში ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ზრუნავს განვითარებაზე; რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და საკუთარი ხალხის ინტერესებს ყველა დანარჩენ ვალდებულებაზე მაღლა აყენებს; რომელიც ცდილობს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ღია თამაშის წესების საფუძველზე დაამყაროს საპარტნიორო ურთიერთობები; რომელიც პარტნიორს - მეგობარს უწოდებს ხოლო აგენტოკრატების მონას - ლაქიას. ასეთ ხელისუფლებას უცხადებენ დაუმორჩილებლობას, ვინაიდან ასეთ სახელმწიფოში - სამართლიანად ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი