განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 03 მარტი 2023, 20:54

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ვერც ერთი შიდაპოლიტიკური და შიდაპარტიული პრობლემა ვერ იქნება საქართველოს თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ, განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„ავტორიტარული რეჟიმი ერთ დღეში არ მყარდება, მაგრამ დგება ერთი დღე, როდესაც ყველანი ავტორიტარიტარულ რეჟიმში ვიღვიძებთ.

დღეს ერთნაირად ვგრძნობთ და განვიცდით ყველა: ვინც 2012 წელსვე მივიჩნევდით „ქართულ ოცნებას“ რუსულად, ვინც 2016 წელს, 2020 წელს ან გუშინ გააცნობიერა, რომ ქვეყანა რუსულ კურსს კი არ ადგას, არამედ უკვე რუსეთშია.

გუშინ პარლამენტის ყველა „საოცნებო“ სავარძელში იჯდა კოლექტიური გავრილოვი.

დღეს, საქართველო და მისი ისტორია მოითხოვს ერთობას მთავარი იდეის – საქართველოს თავისუფლების გარშემო.

ბევრჯერ ყოფილა გაერთიანებისა და ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა, ბევრჯერ მოვახერხეთ კიდევაც, ზოგჯერ – ვერა, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როდესაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, ვერც ერთი შიდაპოლიტიკური და შიდაპარტიული პრობლემა, ვერ იქნება საქართველოს თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი.

სწორედ ამიტომ, განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის.

ძალა ერთობაშია!“ – წერს ნიკა მელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი