მიხეილ ყაველაშვილის სრული საჯარო გამოსვლის ტექსტიდან „TV პირველმა“ რამდენიმე სიტყვა ამოჭრა და მხოლოდ ამ სიტყვებით მიდის პოლიტიკურად, ჟურნალისტობანას თამაში - ესაა მაგალითი, როგორ შეიძლება იქცეს მედია პოლიტიკურ მხარედ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 02 მარტი 2023, 18:18

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, „საზოგადოებრივი მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე სიტყვის კონტექსტიდან ამოგლეჯას ეხმაურება.

„TV პირველის“, დიანა ტრაპაიძის ჟურნალისტურ-პოლიტიკური მანიპულაცია მოვისმინეთ ამჯერად მიხეილ ყაველაშვილის სიტყვებზე: „ვერ ვაკავშირებ ვერც ევროკავშირის წევრობას, ვერც იმ, ასე ვთქვათ, წითელ ხაზს, რომ ამას [კანონპროექტებს] თუ მიიღებთ, ევროკავშირის წევრი ვერ გახდებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არის ჩემთვის ფუნდამენტური საკითხი, როგორც ადამიანისთვის, როგორც მოქალაქისათვის. ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, ევროკავშირი იმიტომ მინდა, რომ სამართლიანობა იყოს დაცული და ვერავინ მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩავიდინო, იმიტომ, რომ თუ ამას გავაკეთებ, მე ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები . რა არის ეს? რა წერია ამ კანონში ისეთი, რომელიც ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციურია, ევროპასთან შესაბამისობაში არ მოდის?“, - ეს მიხეილ ყაველაშვილის სრული საჯარო გამოსვლის ტექსტია საიდანაც „TV პირველმა“ მხოლოდ შემდეგი სიტყვები ამოჭრა- „ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის“ და მხოლოდ ამ სიტყვებით მიდის პოლიტიკურად ჟურნალისტობანას თამაში.

უკვე მერამდენედ?! ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს მედია პოლიტიკურ მხარედ.

არ მითხრათ დამოუკიდებელი მედია ასე მუშაობსო, ტყუილია, დამოუკიდებელი მედია იცავს ყოველ ნათქვამ სიტყვას!

არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციისა ის თუ პოზიციის, დამოუკიდებელი მედია არ არის და არც შეიძლება იყოს პოლიტიკური მხარე!“ - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი