პრემიერ-მინისტრის გეგმა პასუხობს ბიზნესსა და ქვეყნის ეკონომიკაში ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს-ბიზნეს ასოციაციის განცხადება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
940 14 მარტი 2020, 11:46

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის სტიმულირების გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობასა და ბიზნესს შორის ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა, იმ მიზნით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებამდე მთავრობას ჰქონოდა სრულყოფილი ინფორმაცია კონკრეტული მომენტისათვის ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კონსულტაციების პროცესში მთავრობას გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც აისახა სამოქმედო გეგმაში.

შესაბამისად, ვფიქრობთ, პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული გეგმა პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს ბიზნესსა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში.

ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია, ხაზი გავუსვათ, წამყვანი კომერციული ბანკების, რომლებიც ასევე არიან ჩვენი ასოციაციის წევრები, მიერ გაცხადებულ მზადყოფნას, გვერდში დაუდგნენ ჩვენს მოქალაქეებსა და მეწარმე სუბიექტებს, რათა ერთად, მინიმალური დანაკარგებით გადავლახოთ დროებითი სირთულეები. ვფიქრობთ, სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ეს სამაგალითო აქტი უდავოდ იმსახურებს ყველა ჩვენგანის მადლიერებას. შექმნილ ვითარებაში ნებისმიერი ბიზნესი ვალდებულია და შესაბამისად ყველას მოვუწოდებთ გამოიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა და ნებისმიერი გადაწყვეტილება პირველ რიგში შეუსაბამოთ საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებსა და ყოველდღიურ საჭიროებებს.

ჩვენ, როგორც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, ამ პერიოდში განსაკუთრებული ძალისხმევით ვიმუშავებთ ეფექტური კომუნიკაციის გზით პრობლემების იდენტიფიცირებისათვის, რათა, თუ ამის საჭიროება გამოიკვეთა, დროულად მომზადდეს ეკონომიკის მასტიმულირებელი დამატებითი ღონისძიებები.

დასასრულს, კიდევ ერთხელ გვინდა უდიდესი მადლიერებით გამოვეხმაუროთ თითოეული იმ ადამიანის, პროფესიონალის ძალისხმევას, ვინც დაავადებასთან ბრძოლისა და შეკავების წინა ხაზზე იცავს ჩვენი მოქალაქეების, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას.

იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სოლიდარობითა და ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებით შევძლებთ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და მოკლე დროში გადავლახოთ დღეისათვის ჩვენ წინაშე არსებული პრობლემები”, – აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი